მოძებნე პროგრამის შედეგები

პროგრამულ ბიუჯეტირებაში არსებული ხარვეზები

დაგეგმვის პროცესში არსებული ხარვეზები

შედეგების შემუშავება

მიზნობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა

ინდიკატორების შემუშავება

შედეგების შემუშავება

მხარჯავი დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი მოსალოდნელი შედეგების წარმოდგენა რიგ შემთხვევებში ხდება აგრეგირებულად, პროგრამების დონეზე და არ ითვალისწინებს მათ შემდგომ დეტალიზაციას ქვეპროგრამებად, რაც შეუძლებელს ხდის საბოლოო და შუალედური შედეგების ერთმანეთისაგან გამიჯვნას. შესაბამისად, არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციას შორის

მიზნობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა

2016 წლის ბიუჯეტის კანონით წარმოდგენილი ქვეპროგრამების 40.9%-ს მიზნობრივი მაჩვენებლები არ გააჩნია, რაც ანგარიშგების ეტაპზე შეუძლებელს ხდის ქვეპროგრამების მიერ მიღწეული შედეგებისა და ამ ქვეპროგრამების ეფექტიანობის შეფასებას. შედეგად, არ ხდება ანგარიშგება დაგეგმილ და ფაქტიურად მიღებულ შედეგს შორის არსებული განსხვავებების შესახებ

ინდიკატორების შემუშავება

შეფასების ინდიკატორები ვერ უზრუნველყოფს მიღწეული შედეგების შეფასებას, რადგან ინდიკატორი არარელევანტურია, არასწორადაა ფორმულირებული, ან არ წარმოადგენს ეფექტიანობის საზომს. რიგ შემთხვევებში, ყველა მოსალოდნელ შედეგს არ მიემართება ინდიკატორი ან შედეგების შეფასებისათვის მხოლოდ ერთი ტიპის ინდიკატორია გამოყენებული, მაშინ როდესაც საჭიროა რამდენიმე ტიპის ინდიკატორის შემუშავება პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში დაგეგმილი შედეგების სრულყოფილად შეფასებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მიღწეული შედეგების შეფასება ხარისხობრივი, პროდუქტიულობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპების გათვალისწინებით

შესრულების ანგარიშგების პროცესში არსებული ხარვეზები

შედეგების შესახებ ანგარიშგება

შესრულება ინდიკატორებთან მიმართებაში

შედეგების შესახებ ანგარიშგება

ზოგიერთი პროგრამისთვის დაგემვის ეტაპზე განისაზღვრა მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორები, თუმცა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში არ მოიცავს ინფორმაციას მათ ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ. შედეგად, ვერ ხერხდება იმის შეფასება, თუ რამდენად იქნა მიღწეული აღნიშნული პროგრამების მიზნები

შესრულება ინდიკატორებთან მიმართებაში

ხშირ შემთხვევებში არ ხდება პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშგება წინასწარ განსაზღვრული შედეგების შეფასების ინდიკატორებთან მიმართებაში, რაც ართულებს პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას

2012 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მზადდება პროგრამული ფორმატით, რაც ბიუჯეტირების შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას წარმოადგენს. ტრადიციული (ორგანიზაციული) ფორმატის ბიუჯეტირებისგან განსხვავებით, პროგრამული ბიუჯეტირების ამოსავალ წერტილს არა მხარჯავი უწყებისათვის გამოყოფილი რესურსების ოდენობა, არამედ, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შედეგად მიღწეული შედეგები წარმოადგენს. 

პროგრამული ბიუჯეტირება ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ანგარიშვალდებულების ზრდას დაინტერესებული მხარეებისადმი, ხოლო მეორე მხრივ, რესურსების ეფექტიანი განაწილების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.

 

ინფოგრაფიკაზე წარმოდგენილია პროგრამული ბიუჯეტირების დაგეგმვისა და შესრულების ეტაპზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი სისტემური ხასიათის ხარვეზები.

 

დამატებით ინფორმაცია პროგრამულ ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემოთ მოცემულ ანგარიშებში. 

 

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017