მოძებნე პროგრამის შედეგები

არჩევნების ჩატარების ღონისძიებები (06 02)

გამოყოფილია 133.9 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

პროგრამის აღწერა და მიზანი

არჩევნების ღონისძიებების სამართლებრივი, ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ...

არჩევნების ღონისძიებების სამართლებრივი, ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; საიმიჯო-სარეკლამო კამპანიის წარმოება საარჩევნო პერიოდში; ამომრჩევლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა; საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება.

არჩევნების ორგანიზება მაღალ დონეზე; სამართლიანად შემდგარი არჩევნები; საარჩევნო პროცესის მონაწილე ყველა სუბიექტის კანონიერი უფლების დაუბრკოლებელი რეალიზაცია; საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის კვალიფიციური მოხელეები; არჩეული საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირები.
·      საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად დემოკრატიულ, ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებული არჩევნები; ·      საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის კვალიფიციური მოხელეები; ·      ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩეული პირები და საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრები.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებული და განხილული დავების რაოდენობა 2 მიზნობრივი მაჩვენებელი - საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევების რაოდენობა ზემდგომი კომისიის ან სასამართლოს მიერ 3 მიზნობრივი მაჩვენებელი - ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის დროს მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც მოიცვა მედია საშუალებების დაფარვის არეალმა 4 მიზნობრივი მაჩვენებელი - კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა მხრიდან ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით ცესკოს კონტაქტ ცენტრში შემოსული ზარების რაოდენობა 5 მიზნობრივი მაჩვენებელი - სასწავლო პროგრამებში მონაწილე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 6 მიზნობრივი მაჩვენებელი - არჩევნებში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ჩატარებული სასწავლო პროგრამების რაოდენობა 7 მიზნობრივი მაჩვენებელი - დამოუკიდებელი დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან დადებითი შეფასებები
1.მიზნობრივი მაჩვენებელი - საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებული და განხილული დავების რაოდენობა. მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, მეორე ტურის ჩათვლით, ცესკოს მონაწილეობით გაიმართა 46 სასამართლო პროცესი; 2.მიზნობრივი მაჩვენებელი - საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევების რაოდენობა ზემდგომი კომისიის ან სასამართლოს მიერ. მიღწეული მაჩვენებელი - არ ფიქსირდება; 3.მიზნობრივი მაჩვენებელი - ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის დროს მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც მოიცვა მედია საშუალებების დაფარვის არეალმა. მიღწეული მაჩვენებელი - ჩატარებულმა საინფორმაციო კამპანიამ მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი; 4.მიზნობრივი მაჩვენებელი - კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა მხრიდან ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით ცესკოს კონტაქტ ცენტრში შემოსული ზარების რაოდენობა მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღეს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით 2 593, ხოლო მეორე ტურის კენჭისყრის დღეს 590 მოქალაქემ ისარგებლა; 5.მიზნობრივი მაჩვენებელი - სასწავლო პროგრამებში მონაწილე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა. მიღწეული მაჩვენებელი - სასწავლო პროგრამებში მონაწილეობდა - საოლქო საარჩევნო კომისიის 998 და საუბნო საარჩევნო კომისიის 52 313 წევრი; 6.მიზნობრივი მაჩვენებელი - არჩევნებში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ჩატარებული სასწავლო პროგრამების რაოდენობა. მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წელს ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ, საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის განხორციელდა 9 სასწავლო პროგრამა, მონაწილეთა რაოდენობა - 893; 7.მიზნობრივი მაჩვენებელი - დამოუკიდებელი დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან დადებითი შეფასებები. მიღწეული მაჩვენებელი - საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ ძირითადად დადებითად შეფასდა. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით: „ცესკოს ხელმძღვანელობით, საარჩევნო ადმინისტრაცია დროულად და პროფესიონალურად მუშაობდა და ცესკომ საარჩევნო პროცესებში ჩართული არჩევნებში მონაწილე მხარეების მხრიდან მაღალი ნდობა დაიმსახურა.“

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019