მოძებნე პროგრამის შედეგები

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (24 05)

გამოყოფილია 121.8 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლების მიზნით, საერთაშორისო და ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობა, პრეზენტაციების, პრეს და გაცნობითი ტურების მოწყობა მსოფლიოს წამყვანი ...

საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლების მიზნით, საერთაშორისო და ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობა, პრეზენტაციების, პრეს და გაცნობითი ტურების მოწყობა მსოფლიოს წამყვანი ტურ-ოპერატორებისა და მასმედიის წარმომადგენლებისთვის, მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე რეკლამების განთავსება, საპრომოციო მასალების ბეჭდვა და მისი გავრცელება საბორტე ჟურნალებსა და სხვადასხვა საერთაშორისო ბეჭდვით მედიაში, მიზნობრივ ბაზრებზე პრეზენტაციების მოწყობა და მარკეტინგული კამპანიების ჩატარება, ინტერნეტ სივრცეში მარკეტინგული კამპანიის სწრაფად და ეფექტურად განხორციელება; სხვადასხვა ქვეყნებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამყარების მიზნით სხვადასხვა ფორუმებში, კონფერენციებში/ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა; ტურიზმის შემდგომი განვითარებისათვის კურორტებისა და საკურორტე პოტენციალის კვლევების განხორციელება; ახალი ტურისტული პროდუქტის განვითარებისა და არსებულის დივერსიფიკაციისათვის კონკრეტული მიმართულებების პოტენციალის კვლევა და შემუშავებული მარშრუტების მარკირების ჩატარება; საინფორმაციო დაფების განთავსება ტურისტულად მიმზიდველ დიდ ქალაქებში და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გასაწევად ახალი საინფორმაციო ცენტრების გახსნა და ცხელი ხაზის დახვეწა; ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის განვითარების,ხელშეწყობისა და წახალისებისათვის ტრენინგების მოწყობა და სხვადასხვა პროექტების/აქტივობების განხორციელდება; შიდა ტურიზმის განვითარებისათვის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში ღონისძიებების ჩატარება.

საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, მიმართ საერთაშორისო და შიდა ბაზარზე გაზრდილი ინტერესი; გაზრდილი გადამზადებული კერძო სექტორის წარმომადგენლების რიცხვი, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას; ახალი და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რომელიც მორგებულია სხვადასხვა ინტერესის ტურისტზე; ახალი და გაუმჯობესებული მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწყობა; სხვადასხვა ქვეყნებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან გაღრმავებული თანამშრომლობა.
·      საერთაშორისო და შიდა ბაზარზე გაიზარდა საქართველოს (როგორც ტურისტული ქვეყნის) მიმართ ინტერესი, რაც გამოიხატება ვიზიტორების რაოდენობის ზრდაში და ასევე, საქართველოს ტურიზმის ოფიციალური ვებ-გვერდის (georgia.travel) უნიკალური მომხმარებლების გაზრდილ რაოდენობაში; ·      გადამზადდა 1 270 ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო სექტორის წარმომადგენელი; ·      შეიქმნა 5 ახალი ტურისტული პროდუქტი: რეგიონალური სამთო საფეხმავლო ბილიკების ქსელის პროექტი, წყალტუბოს შშმ პირთათვის პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი, ღვინის გზის განახლების პროექტი, „სპა კატალოგი“ (ინფორმაცია გამაჯანსაღებელი კურორტების შესახებ) და „კახეთის სასკოლო კატალოგი“ (სკოლის მოსწავლეებისათვის კახეთის რეგიონში რეკომენდირებული ტურების შესახებ); ·      გაუმჯობესებულ და მოწყობილ იქნა მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ: საფეხმავლო ბილიკები სვანეთში, მცხეთის ისტორიული ძეგლების ადაპტირება შშმ პირთათვის, სასურათე ჩარჩოები გუდაურსა და ბაკურიანში, ორმხრივი მანათობელი კონსტრუქციები 4 ქალაქში, სადაც ნაჩვენებია რუკა ადგილმდებარეობის მინიშნებით; ·      მონაწილეობა იქნა მიღებული 22 საერთაშორისო გამოფენაში და მოეწყო 106 პრეს და გაცნობითი ტური მსოფლიოს სხვადასხვა მიზნობრივი ქვეყნებისათვის.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის 8 თვის მდგომარეობით დაფიქსირდა 3 922 376 ვიზიტორი, წლის ბოლომდე მოსალოდნელია - 5 900 000 ვიზიტორი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ქართველი და უცხოელი ტურისტების რაოდენობა - 2019 წლისათვის მოსალოდნელია 20 %-იანი ზრდა 2015 წელთან შედარებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2% 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის 8 თვის მდგომარეობით ქვეყანას მონაწილეობა აქვს მიღებული 18 საერთაშორისო გამოფენაში და განხორციელებული აქვს სარეკლამო აქტივობები 9 ქვეყანაში; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ქვეყნის და მისი ტურისტული პოტენციალის ცნობადობა - 2019 წლისათვის მოსალოდნელია სხვადასხვა სარეკლამო აქტივობები 15 ქვეყანაში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2 ქვეყანა; შესაძლო რისკები - მიზნობრივი ბაზრების შერჩევის პოლიტიკა
1.    საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის 8 თვის მდგომარეობით დაფიქსირდა 3 922 376 ვიზიტორი, წლის ბოლომდე მოსალოდნელია - 5 900 000 ვიზიტორი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ქართველი და უცხოელი ტურისტების რაოდენობა - 2019 წლისათვის მოსალოდნელია 20 %-იანი ზრდა 2015 წელთან შედარებით; მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წელს დაფიქსირდა 6 350 825 ვიზიტორი, რაც 2015 წელთან შედარებით მეტია 7.6%-ით. გარდა ამისა დაფიქსირდა 3 591 255 უნიკალური ვიზიტორი ვებ-გვერდზე, რაც 2015 წელთან შედარებით მეტია 10.1%-ით. 2.    საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის 8 თვის მდგომარეობით ქვეყანას მონაწილეობა აქვს მიღებული 18 საერთაშორისო გამოფენაში და განხორციელებული აქვს სარეკლამო აქტივობები 9 ქვეყანაში; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ქვეყნის და მისი ტურისტული პოტენციალის ცნობადობა - 2019 წლისათვის მოსალოდნელია სხვადასხვა სარეკლამო აქტივობები 15 ქვეყანაში; მიღწეული მაჩვენებელი - მონაწილეობა იქნა მიღებული 22 საერთაშორისო გამოფენაში. ზაფხულის პერიოდში სარეკლამო აქტივობები განხორციელდა 16 ქვეყანაში, ხოლო ზამთარში - 12 ქვეყანაში.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019