მოძებნე პროგრამის შედეგები

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და ინკლუზიური განათლების განვითარება (32 02 05)

გამოყოფილია 89.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; ...

საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასება; საჯარო სკოლებისათვის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით მუშაობასთან დაკავშირებით; ინკლუზიური განათლების საკითხებში სპეციალური პედაგოგების გადამზადება; საჯარო სკოლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილი, რეპატრირებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, აგრეთვე სათემო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით მათში საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის სურვილის გაღვიძება; სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების ბენეფიციარების უზრუნველყოფა სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, სადაც ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბენეფიციართა განვითარებაზე ზრუნვა.

ინკლუზიური განათლების პროცესის განვითარება და მონიტორინგი; საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის გაუმჯობესებული პროცესი, კერძოდ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სპეციალიზირებული ინვენტარი, ტექნიკა, განმავითარებელი თვალსაჩინოებები და სათამაშოებით აღჭურვილი რესურსოთახები; პროგრამაში ჩართულ მოზარდთა სოციალიზაცია და ინტეგრაცია; განათლების მიწოდებისა და ბავშვებზე ზრუნვის გაზრდილი ხარისხი სპეციალური პროფილის მქონე სკოლა - პანსიონებში, შეფასებული ყველა ჩასარიცხი ბავშვი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში;
·         ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისათვის უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება, აუტისტური სპექტრის მქონე და საშუალო, მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის 10 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს შესაბამისი სპეციალისტებითა და ყველა საჭირო ინვენტარით, ტექნიკით, განმავითარებელი თვალსაჩინოებებითა და სათამაშოებით აღჭურვილი რესურსოთახები (ინტეგრირებული კლასები); ·         პროგრამაში ჩართულ მოზარდთა სოციალიზაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით დაფინანსებულია საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტები; ·         გაზრდილია განათლების მიწოდებისა და ბავშვებზე ზრუნვის ხარისხი სპეციალური პროფილის მქონე სკოლა - პანსიონებში, შეფასებულია ყველა ჩასარიცხი ბავშვი
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2014 - 2015 წელს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებულ იქნა 4 743 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შეფასება; მიზნობრივი მაჩვენებელი - მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობის გაზრდა 67% - ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრის ნაკლებობა და საზოგადოების არასათანადო მზაობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიულ განათლებაში ჩართულ იქნა 200 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიულ განათლებაში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობის 50 %-ით გაზრდა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ცხრა კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის არარსებობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისათვის და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდების მიზნით, ფუნქციონირებდა 9 ინტეგრირებული კლასი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ბავშვთა საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისათვის და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდების მიზნით იფუნქციონირებს 12 ინტეგრირებული კლასი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - სკოლებიდან წამოსული ინიციატივების ნაკლებობა, შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების დეფიციტი 4 საბაზისო მაჩვენებელი - სპეციალურ საგანმანთლებლო დაწესებულებებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნენ სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, სადაც ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდა მათ განვითარებაზე ზრუნვა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მიწოდებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
საბაზისო მაჩვენებელი - 2014 - 2015 წელს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებულ იქნა 4 743 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შეფასება; მიზნობრივი მაჩვენებელი - მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობის ზრდა 67% - ით; მიღწეული - მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობა წინა წლების მონაცემებთან მიმართებაში გაზრდილია 47% - ით; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დასახულ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შეფასება ხორციელდება შესაბამისი მომართვის საფუძველზე. საანგარიშო პერიოდში შემოსული მომართვების რაოდენობამ შეადგინა დაგეგმილზე ნაკლები, თუმცა ყველა მომართვაზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. 1.     საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიულ განათლებაში ჩართულ იქნა 200 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიულ განათლებაში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობის 50 %-ით გაზრდა; მიღწეული - პროფესიულ განათლებაში ჩართულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა 132%-ით; 2.     საბაზისო მაჩვენებელი - საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისათვის და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდების მიზნით, ფუნქციონირებდა 9 ინტეგრირებული კლასი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ბავშვთა საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისათვის და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდების მიზნით იფუნქციონირებს 11 ინტეგრირებული კლასი; მიღწეული - ბავშვთა საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისათვის და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდების მიზნით ფუნქციონირებს 11 ინტეგრირებული კლასი; 3.     საბაზისო მაჩვენებელი - სპეციალურ საგანმანთლებლო დაწესებულებებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნენ სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, სადაც ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდა მათ განვითარებაზე ზრუნვა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მიწოდებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მიღწეული - 1 600-ზე მეტი სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბენეფიციარი 9 საჯარო სკოლაში უზრუნველყოფილია შესაბამის საფეხურზე ზოგადი განათლების მიწოდებით, სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან/და დღის მომსახურებით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019