მოძებნე პროგრამის შედეგები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა (33 04 02)

გამოყოფილია 84.5 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს არქიტექტურული კომპლექსების (ისტორიული დასახლებისა და ქალაქების), კულტურული მემკვიდრეობის ცალკეული ნიმუშების დაცვა და რეაბილიტაცია; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება; ...

საქართველოს არქიტექტურული კომპლექსების (ისტორიული დასახლებისა და ქალაქების), კულტურული მემკვიდრეობის ცალკეული ნიმუშების დაცვა და რეაბილიტაცია; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება; მუზეუმების/მუზეუმ-ნაკრძალების რეაბილიტაცია-რევიტალიზაცია და ექსპოზიციათა განახლება; მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში კულტურული ტურიზმის განვითარებისა და მისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნის ხელშეწყობა; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო სისტემის/სივრცის შექმნა; საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობების წარმართვა-განვითარება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით; საქართველოს რეგიონებთან და ისტორიულ ქალაქებთან თანამშრომლობა რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის მართვის უნარების გაძლიერების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით; UNESCO-ს ვალდებულებების შესრულება; კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა; არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების ინვენტარიზაცია, დაცვისა და სისტემატიზაციის მექანიზმების შემუშავება. UNESCO-ს „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ კონვენციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კულტურულ ფასეულობათა გატანისა და შემოტანის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა-განვითარება და კონტროლის მექანიზმების შემუშავება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა/კომპლექსთა კონსერვაცია-რესტავრაცია და მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება; ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე მასშტაბური ძეგლების რეაბილიტაცია, რომელთა შორისაა მსოფლიო მემკვიდრეობისა და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლები; ძეგლთა დეტალური სააღრიცხვო, კვლევითი, სხვადასხვა ტიპის დაზიანებათა სადიაგნოსტიკო დოკუმენტაციის შექმნა; კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, ობიექტებისა და ძეგლების სისტემატიზაცია, საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვა; საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შესაბამისი დებულებების განხორციელება, საკანონმდებლო, ადმინისტრაციული მართვის პროექტების შემუშავება; ინფორმაციის შენახვის, განახლებისა და გავრცელების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა; მუზეუმების საგამოფენო-საექსპოზიციო საქმიანობის გააქტიურება კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებითა და გაძლიერებით; კულტურული ტურიზმის განვითარება და ტურიზმისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნა; სპეციალისტთა და საზოგადოების ფართო წრეების ჩართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.
ხელის შეეწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა/კომპლექსთა კონსერვაცია-რესტავრაციას და მომავალი თაობებისათვის შენარჩუნებას; ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე მასშტაბური ძეგლების რეაბილიტაციას, რომელთა შორისაა მსოფლიო მემკვიდრეობისა და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლები; ძეგლთა დეტალური სააღრიცხვო, კვლევითი, სხვადასხვა ტიპის დაზიანებათა სადიაგნოსტიკო დოკუმენტაციის შექმნას; კულტურული მემკვიდრეობის  ნიმუშების, ობიექტებისა და ძეგლების სისტემატიზაციას, საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვას; საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შესაბამისი დებულებების განხორციელებას, საკანონმდებლო, ადმინისტრაციული მართვის პროექტების შემუშავებას; ინფორმაციის შენახვის, განახლებისა და გავრცელების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას; მუზეუმების საგამოფენო-საექსპოზიციო საქმიანობის გააქტიურებას კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებითა და გაძლიერებით; კულტურული ტურიზმის განვითარებას და ტურიზმისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნას; სპეციალისტთა და საზოგადოების ფართო წრეების ჩართვას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.
1 საბაზისო მაჩვენებელი - კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული 70-მდე სარეაბილიტაციო პროექტი და რესტავრირებული ძეგლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მიზნობრივი მაჩვენებელი - კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული 50-მდე სარეაბილიტაციო პროექტი და რესტავრირებული ძეგლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობები, შესყიდვის პროცედურების შეფერხება, გადაუდებელი სამუშაოები, სარეაბილიტაციო, არქეოლოგიური სამუშაოების პროცესში გამოვლენილი ახალი გარემოებები, სავარაუდო აღმოჩენები; ძეგლების მდგომარეობის გაუარესება წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზებით (სტიქია, ვანდალიზმი და სხვა) 2 საბაზისო მაჩვენებელი - გამოვლენილი და აღკვეთილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უნებართვო სამუშაოები 35-მდე; მიზნობრივი მაჩვენებელი - გამოვლენილი და აღკვეთილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უნებართვო სამუშაოები 50-მდე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 6%; შესაძლო რისკები - მონიტორინგის განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორები; კლიმატური პირობები 3 საბაზისო მაჩვენებელი - ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით წლის ბოლომდე 153 000-მდე გაიზრდება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 230 000-მდე გაიზრდება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონა, საზოგადოებაში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციები
1.საბაზისო მაჩვენებელი-კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული 70-მდე სარეაბილიტაციო პროექტი და რესტავრირებული ძეგლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მიზნობრივი მაჩვენებელი-კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული 50-მდე სარეაბილიტაციო პროექტი და რესტავრირებული ძეგლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი-კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული 90-მდე სარეაბილიტაციო პროექტი და რესტავრირებული ძეგლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტების ზრდა განპირობებულია ძეგლების მდგომარეობიდან გამომდინარე გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნით; 2.საბაზისო მაჩვენებელი-გამოვლენილი და აღკვეთილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უნებართვო სამუშაოები 35-მდე; მიზნობრივი მაჩვენებელი-გამოვლენილი და აღკვეთილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უნებართვო სამუშაოები 50-მდე; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი-გამოვლენილი და აღკვეთილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უნებართვო სამუშაოები 35-მდე; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე საჭიროებიდან გამომდინარე აღკვეთილ იქნა ყველა უნებართვო სამუშაო. 3.საბაზისო მაჩვენებელი-ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით წლის ბოლომდე 153 000-მდე გაიზრდება; მიზნობრივი მაჩვენებელი-ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 230 000-მდე გაიზრდება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი-ვიზიტორთა რაოდენობა 366 300-მდე.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019