მოძებნე პროგრამის შედეგები

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა (34 03)

გამოყოფილია 84.5 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მათი პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტა; ...

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მათი პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტა; დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით პროგრამის შემუშავება; მონაცემთა ერთიანი ბაზის შემუშავება, რომელშიც აისახება ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივი არასათავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია და ამ კუთხით ბედეფიციართა ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.

ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო,საერთაშორისო და ადგილობრივი არასათავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის კოორდინირებული მუშაობით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა და ბენეფიციართა ინფორმირებულობა; დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა.
·         „დევნილთა საარსებო წყაროების შექმნის/გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა 259 ბენეფიციარი, მათ შორის, 132 (51%) ქალი; ·         საარსებო წყაროების მიმართულებით დევნილთათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანიის მიზნით, განხორციელდა 23 საველე ვიზიტი საქართველოს მასშტაბით (პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა, აგროდაზღვევის პროგრამა, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები და თავად სააგენტოს მიერ შემუშავებული სამი პროგრამა); ·         398 დევნილმა მიიღო კონსულტაცია, როგორც სააგენტოს, ისე სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ საარსებო წყაროების მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შესახებ; ·         „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის“ თანახმად, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში დევნილთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, შემუშავდა დამატებითი სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიხედვითაც, დევნილს, რომელიც ფლობს 5 ჰა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში უფინანსდება დამატებით 10%, არაუმეტეს წლიურად გადასახდელი 200 ლარისა. საერთო ჯამში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მფლობელ დევნილს ორივე სააგენტოს ძალისხმევით უნაზღაურდება სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების 90%. დევნილ ბენეფიციართა იდენტიფიცირების მიზნით, გაფორმდა მემორანდუმი სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოსთან, პროგრამაში ჩართულია 223 დევნილი; ·         განახლდა სამინისტროს ცხელი ხაზი, რომელიც ასევე ითვალისწინებს რეფერალურ ზარებსაც (საარსებო წყაროებთან დაკავშირებული, გადმომისამართებული ზარები - სულ 1056 ზარი); ·         სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად განხორციელდა საველე ვიზიტები დევნილთა ჩასახლებაში. ხდებოდა პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და დევნილთა ჩართულობის ხელშეწყობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანდა 444 იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის 180 (40,5%) ქალია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფას საჭიროებს დევნილთა 33 000 ოჯახი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში თითოეულ წელს მოხდება საშუალოდ 150 ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილება 2 საბაზისო მაჩვენებელი - საჭიროა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის ერთიან ბაზაში თავმოყრა და ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მონაცემთა ბაზის განახლება (ყოველთვიურად); დევნილებთან წელიწადში 5 საინფორმაციო შეხვედრის მოწყობა
1.       საბაზისო მაჩვენებელი - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფას საჭიროებს დევნილთა 33 000 ოჯახი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში თითოეულ წელს მოხდება საშუალოდ 150 ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილება; მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წელს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით 259 ბენეფიციარმა მიიღო სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული გრანტი; 2.       საბაზისო მაჩვენებელი - საჭიროა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის ერთიან ბაზაში თავმოყრა და ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მონაცემთა ბაზის განახლება (ყოველთვიურად); დევნილებთან წელიწადში 5 საინფორმაციო შეხვედრის მოწყობა. მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წელს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა 4 საინფორმაციო კამპანია; 2016 წელს შეიქმნა საარსებო წყაროების პროექტების/პროგრამებისა და მომწოდებლების ბაზა, რომლის განახლება ხორციელდება სისტემატიურ რეჟიმში; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - იძულებით გადაადგილებულ პირთათვის-დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განხორციელდა 4 საინფორმაციო შეხვედრა.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019