მოძებნე პროგრამის შედეგები

სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება (36 03)

გამოყოფილია 108.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

სს სახელმწიფო ელექტროსისტემა; ენერგეტიკის სამინისტროს აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეყანაში არსებული მაღალი და საშუალო ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა რეაბილიტაცია; ...

ქვეყანაში არსებული მაღალი და საშუალო ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა რეაბილიტაცია; მეზობელ ქვეყნებთან არსებული ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა. სისტემის მოძველებული ქვესადგურების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა და სხვადასხვა სიმძლავრის ახალი ქვესადგურების მშენებლობა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებისათვის შესაბამისი ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა.

სისტემის მდგრადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის გამტარუნარიანობის გაზრდა; 500 კვ მაგისტრალი - ენგური/ზესტაფონი/ახალციხე (ეგხ „იმერეთი“ და ეგხ „ზეკარი“) და 500 კვ ძაბვის ხაზის “კავკასიონის” (საქართველო-რუსეთი) დარეზერვება; ხუდონი/ენგურის კვანძიდან სიმძლავრის გატანის უსაფრთხოების ამაღლება თურქეთსა და საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონისკენ (სომხეთისკენ) და რუსეთიდან და ენგურის კვანძიდან თურქეთისკენ; თერგის პერსპექტიული ჰესების ქსელში ინტეგრირება; აფხაზეთის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლება; პერსპექტიული ჰესების სიმძლავრის უსაფრთხო ევაკუაცია: მესტიის რეგიონის ჰესების, მდინარე ნენსკრას შენაკადების და ნენსკრაჰესის, ხუდონჰესის, ცხენისწყლის კასკადის ჰესების და ხელედულაჰესის, გურიის რეგიონის პერსპექტიული ჰესების, მდინარე რიონის ქვემო ზონის (ვარციხის კასკადის) ჰესების სიმძლავრეების ქსელში ინტეგრირება და ტრანზიტი მომხმარებლებისკენ.
სამუშაოები მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით. ქვესადგურ ,,ზესტაფონი“ მიღებულია ქსპლუატაციაში.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დონორებთან მიმდინარეობს სასესხო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურები; მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალი 500 კვ ეგხ წყალტუბო -ახალციხე - ტორტუმი; 250 მგვარ რეაქტორი ქ/ს ზესტაფონიში; 500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო; 220 კვ ორჯაჭვა ეგხ "ხუდონი-ნენსკრა"; 110 კვ ეგხ "ხუდონი-მესტია", ახალი ორჯაჭვა 110კვ ხაზი "ოზურგეთი-ჩოხატაური"; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30 % / პროექტების განხორციელების ვადები; შესაძლო რისკები - ხელშეკრულების პირობები შეთანხმება, სატენდერო და შესყიდვის პროცედურები, ბუნებრივი პირობები
დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი დონორებთან მიმდინარეობს სასესხო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურები დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი 500 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხე-ტორტუმი“ 250 მგვარ რეაქტორი „ქ/ს ზესტაფონში“ 500 კვ ეგხ ,,ქსანი-სტეფანწმინდა“ 220კვ ეგხ ,,ჯვარი-ხორგა“ 220 კვ ეგხ „ახალციხე-ბათუმი“ 500 კვ ეგხ „ჯვარი-წყალტუბო“ 220 კვ ორჯაჭვა ეგხ „ხუდონი-ნენსკრა“ 110 კვ ეგხ „ხუდონი-მესტია“ ახალი ორჯაჭვა 110კვ ხაზი „ოზურგეთი-ჩოხატაური“ მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი მშენებლობის პროგრესი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზზე „ქსანი-სტეფანწმინდა“ და 220კვ ელექტროგადამცემი ხაზზე ჯვარი-ხორგა შეადგენს დაახლოებით 80%-ს. ახალი 250 მგვარ რეაქტორი ქვესადგურ „ზესტაფონში“ 220 კვ ეგხ „ახალციხე-ბათუმი“-ს პროექტზე ახალი 53 კმ სიგრძის 20 კვ-იანი ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი - „ბათუმი-შუახევის“ მონაკვეთი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019