მოძებნე პროგრამის შედეგები

ქართული ჩაი (37 05 06)

გამოყოფილია 165.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის გამოყენება, ჩაის წარმოების სექტორში ეფექტური კოოპერაციის ხელშეწყობა, მაღალი ხარისხის ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ხელშეწყობა. განხორციელდება კერძო და ...

საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის გამოყენება, ჩაის წარმოების სექტორში ეფექტური კოოპერაციის ხელშეწყობა, მაღალი ხარისხის ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ხელშეწყობა. განხორციელდება კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ხარჯის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ჩაის გადამამუშავებელი დანადგარების თანადაფინანსება.

ბიო და ორგანული ჩაის წარრმოების განვითარება;
·   პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბენეფიციარებისთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზება, რაც აისახა პროექტის მიმართ ცნობადობის გაზრდაზე და შესაბამისად განაცხადების ოდენობაზე. რეაბილიტაცია ჩატარდა 300 ჰექტარზე მეტ ჩაის პლანტაციებზე.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია 7 განაცხადი, ჯამური ფართბი შეადგენს 147,9 ჰა-ს; მიზნობრივი მაჩვენებელი - სავარაუდო რეაბილიტირებული ფართობი - 250 ჰა- მდე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ჩაის რეაბილიტაცია აგროვადებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს მცირე დროის მონაკვეთში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიზნობრივი მაჩვენებლების ცვლილება; ბენეფიციარების დაბალი აქტივობა
საბაზისო მაჩვენებელი ·   2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დამტკიცებულია 9 პროექტი, ჯამური ღირებულებით 707.7 ათასი ლარი, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება შეადგენს 506.6 ათას ლარს. სულ სარეაბილიტაციო ფართობი შეადგენს 284 ჰექტარს. შენიშვნა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაზუსტდა საბაზისო მაჩვენებლები მიზნობრივი მაჩვენებელი ·   სავარაუდო რეაბილიტირებული ფართობი - 250 ჰექტრამდე. მიღწეული მაჩვენებელი ·   2016-2017 წლებში პროექტის ფარგლებში გაფორმდა 27 ხელშეკრულება. პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს 595 ჰექტარს, რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება - 1 504.7 ათას ლარს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსებაა - 1 062.5 ათასი ლარი; ·   პროექტის ფარგლებში გაფორმდა 18 ხელშეკრულება. პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს 347 ჰექტარს, რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 886.6 ათას ლარს, საიდანაც სააგენტს თანადაფინანსებაა 618.6 ათასი ლარი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019