მოძებნე პროგრამის შედეგები

დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა (38 03)

გამოყოფილია 116.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

დაცული ტერიტორიების გაფართოება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიზნით; ...

დაცული ტერიტორიების გაფართოება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიზნით; საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად; უნიკალური და იშვიათი ორგანული, თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების დაცვა მათი შენარჩუნების მიზნით; ტერიტორიებზე პათოლოგიური კვლევების ჩატარება, დაზიანებული ფართობების დადგენა და მავნებლებთან ბრძოლის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; დაცულ ტერიტორიებზე საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით ხანძრების სწრაფი პრევენციის განხორციელება; დაცულ ტერიტორიებზე არსებული საძოვრების ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენა და გამოყენება, ტყის ინვენტარიზაცია; საქართველოში დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის, ეკოტურიზმის განვითარების და ტურისტების მოზიდვა-დაინტერესების მიზნით დაცული ტერიტორიების სარეკლამო და სააგიტაციო ღონისძიებების ჩატარება; ეკოლოგიური განათლების, ცნობიერების ამაღლების და საზოგადოების ცალკეული ჯგუფების გარემოსდაცვითი ქცევის გაუმჯობესების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება; ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით; სამეურნეო საქმიანობის დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს აღდგენისათვის და მის შესანარჩუნებლად; საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელია შემდეგი ორი კომპონენტის განხორციელებით: დაცული ტერიტორიების სისტემის შემოსავლების საკმარისი და პროგნოზირებადი დონის მიღწევით და დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანობისა და შესაძლებლობების გაზრდით.

დაცული და აღდგენილი ბუნებრივი ეკოსისტემები, ლანდშაფტები და ცოცხალი ორგანიზმები; დაცული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები და ველურ მცენარეთა გენოფონდი, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნები; ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვის და ტურიზმისათვის შექმნილი ხელსაყრელი პირობები; განვითარებული ეკოტურიზმი და დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა; აშენებული და მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა კინჩხასა და ნავენახევის ბუნების ძეგლებზე. საქართველოს დაცული ტერიტორიების გაზრდილი ცნობადობა გლობალურ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. გარემოსდაცვით აქტივობებში მაქსიმალურად ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა, სათანადოდ აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, განახლებული საველე შენობა-ნაგებობები, თანამშრომელთა გაზრდილი მოტივაცია და შესაძლებლობები; დაცული ტერიტორიების მიმდებარედ აღდგენილი და განვითარებული ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, ადგილობრივი მოსახლეობის გაზრდილი შემოსავლები და გაუმჯობესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
დაცულია და შესაბამისად მიმდინარეობს ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ცოცხალი ორგანიზმების აღდგენა; დაცულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები და ველურ მცენარეთა გენოფონდი, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნები; შექმნილი ხელსაყრელი პირობები ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვის და ტურიზმისათვის; განვითარდა ეკოტურიზმი და დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 30%-ით; აშენებული და მოწყობილია კინჩხასა და ნავენახევის ბუნების ძეგლების და საწურბლიის მღვიმის ტურისტული ინფრასტრუქტურა; ალგეთის და ყაზბეგის ეროვნულ პარკებში მოწყობილია ტურისტული ობიქტები; გაზრდილია საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობა გლობალურ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. ხელი შეეწყო გარემოსდაცვით აქტივობებში ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას; სათანადოდ აღჭურვილია ინფრასტრუქტურა, განახლებულია ზოგიერთი საველე შენობა-ნაგებობება; დაცული ტერიტორიების მიმდებარედ აღდგენილი და განვითარებული ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას გაეზარდა შემოსავლები და შესაბამისად გაუმჯობესდა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დაცული ტერიტორიების ჯეროვნად დაცვისათვის რეინჯერთა კორპუსი არ არის სათანადოდ შეიარაღებული, კერძოდ, 344 რეინჯერიდან მხოლოდ 130 აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე უკანონო შეღწევის ფაქტების შესამცირებლად არ არის საკმარისი დღეის მდგომარეობით არსებული 150-მდე ხერგილი და ბარიერი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საშუალოვადიანი პერიოდის ბოლომდე შეძენილი დაახლოებით 45-მდე ცეცხლსასროლი იარაღი. რეინჯერთა უსაფრთხოების ამაღლებული ხარისხი, შესაბამისი დაცული ტერიტორიის დაცვის 20-30%-ით გაუმჯობესებული ხარისხი; ყოველწლიურად განთავსებული დაახლოებით 10 ერთეული ახალი ხერგილი 2 დაცული ტერიტორიისათვის, შედეგად, 20-30%-ით შემცირებული დაცულ ტერიტორიებზე შეღწევის ფაქტები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ხელშეკრულებით გათვალსიწინებული პირობების დაგვიანებით ან არაჯეროვნად შესრულება 2 საბაზისო მაჩვენებელი - მავნებელ დაავადებათა გავრცელებისა და აგრესიულობის დონის დადგენის მიზნით, საშუალოვადიან პერიოდში დეტალურ კვლევას საჭიროებს ყაზბეგისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკების ტერიტორია, ასევე აჭარის დაცული ტერიტორიები (მტირალა, კინტრიში, მაჭახელა), ამასთან, თუშეთის დაცულ ტერიტორიებში გამოვლენილ მავნებლებთან ბრძოლისთვის არ არის საკმარისი შესაბამისი პრეპარატები და აღჭურვილობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მავნებელ დაავადებათა შემცირებული პროგრესირება, გაუმჯობესებული სანიტარული მდგომარეობა დაზიანებული ტყის ფართობის 20 %-ზე; თუშეთის დაცული ტერიტორიისთვის შეძენილი მავნებლებთან ბრძოლის შესაბამისი პრეპარატები და აღჭურვილობა, აჯამეთის აღკვეთილში საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაში 10 ჰა ფართობზე განახლებული იმერული მუხა, განახლებული დეგრადირებული ტერიტორიის დაახლოებით 5%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დამოკიდებულია დაავადების გავრცელების ინტენსივობაზე. ნერგების გახარების დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - 15%; შესაძლო რისკები - უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მავნებელი მწერებისა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების ინტენსივობა გაზრდილია, გარდა ამისა, სხვადასხვა ანტროპოგენური ფაქტორების გამო ფიქსირდება მრავალი ახალი (ინვაზიური) მავნებელი სახეობების გავრცელება საქართველოში. აქედან გამომდინარე ტყის ეკოსისტემების მასიური ხმობის რისკი იზრდება, ასევე გვალვა, მავნებლების მიერ ნერგების დაზიანება 3 საბაზისო მაჩვენებელი - არსებულ ზოგიერთ ვიზიტორთა ცენტრში არ არის მოწყობილი ვიზიტორთა საექსპოზიციო დარბაზი სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, ხოლო რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე საგამოფენო დარბაზები, საჭიროებს განახლებას. ასევე დაცული ტერიტორიების ნაწილზე განთავსებული სხვადასხვა საინფორმაციო მანიშნებლების უმეტესობა დაზიანებულია და საჭიროებს შეცვლას, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებს ტურისტულ ბილიკებზე გადასაადგილებლად ესაჭიროებათ სხვადასხვა მიმართულების მაჩვენებლები; მიზნობრივი მაჩვენებელი - საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაში მოწყობილი 4 და ასევე განახლებული 4 ვიზიტორთა ცენტრი, (მათ შორის 2017 წელს განახლდება 1) რაც უზრუნველყოფს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ვიზიტორთა ინფორმირებას დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის, სარგებლის და სხვა დანიშნულების შესახებ. დამზადებული და დამონტაჟებული 250 ერთეული საინფორმაციო, საინტერპრეტაციო და მიმართულების მანიშნებელი დაფები (მ.შ, 2017 წელს - 100). შედეგად, ინფორმირებული დაცულ ტერიტორიებზე შემოსული ვიზიტორი, შემცირებული უკანონო ქმედებები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - კონტრაქტით დადგენილი პირობების დაგვიანებით ან არაჯეროვნად შესრულება 4 საბაზისო მაჩვენებელი - რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით, საჭიროა დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდა, ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით საჭიროა სხვადასხვა აქტივობების განხორციელება (2015წ. ვიზიტორთა რაოდენობამ შეადგინა - 519 ათასი, ხოლო 2016წ. 8 თვე - 550 ათასი); მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის შედეგად 15%-ით გაზრდილი უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, ხოლო სარეკლამო აქტივობების საშუალებით ყოველწლიურად 10-15%-ით გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა; ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი საპრომოციო მასალით უზრუნველყოფილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები და 20%-ით ამაღლებული საზოგადოებრივი ინფორმირებულობის და ცნობიერების დონე (ვებგვერდისა და ფბ გვერდის ნახვის რაოდენობა, მოწონებები); ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენელებისათვის მოწყობილი ინფო-ტურების შედეგად გაზრდილი დაცული ტერიტორიების ცნობადობა და ყოველწლიურად 10%-ით გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - სარეკლამო აქტივობების განხორციელების მიუხედავად საზოგადოების დაბალი ინტერესი 5 საბაზისო მაჩვენებელი - დონორის დაფინანსებით დღეის მდგომარეობით მოწყობილია 13 დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურა, იფარება 9 ადმინისტრაციის საოპერაციო ხარჯები, მიმდინარეობს 9 ადმინისტრაციის 240-მდე თანამშრომლის სოციალური დაცვის ღონისძიებები; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად მოწყობილი დამატებით ერთი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურა, დაფარული 9 ადმინისტრაციის საოპერაციო ხარჯები და უზრუნველყოფილი ამ ადმინისტრაციების თანამშრომელთა სოციალური დაცვა (240-მდე თანამშრომელი უზრუნველყოფილია 35%-იანი დანამატით); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ცვლილებები დონორის პრიორიტეტებში 6 საბაზისო მაჩვენებელი - ალგეთის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე აშენებულია ადმინისტრაციული შენობები და ვიზიტორთა ცენტრები, თუმცა მოსაწყობია საველე ინფრასტრუქტურა გამართული სრულყოფილი ეკო-ტურისტურისტული მომსახურებისათვის, ადმინისტრაციები საჭიროებენ შესაბამის აღჭურვილობას; გარდა ამისა, ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და საკონსერვაციო ღონისძიებების ჩასატარებლად საჭიროა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების მოწვევა და ხშირ შემთხვევაში ღრმა კვლევა, სპეციალური აღჭურვილობა ან ლაბორატორია. აღნიშნული დაცული ტერიტორიების მიმდებარედ არსებულ დასახლებულ პუნქტებში (სოფლებში) არ არის განვითარებული გზები, ხიდები, წყალმომარაგების სისტემა, საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები და სხვ. დონორი ორგანიზაცია სთავაზობს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას სოციალური პროექტების დაფინანსებას; მიზნობრივი მაჩვენებელი - აშენებული და მოწყობილი საველე ტურისტული ინფრასტრუქტურა ალგეთის (2017 წელს) ფშავ-ხევსურეთის და ყაზბეგის (2018 წელს)დაცული ტერიტორიებზე, დონორის დაფინანსებით აღჭურვილი ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები; გამოვლენილი მცენარეთა და ცხოველთა საკვანძო (იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი, ენდემური, რელიქტური, ასევე მავნებელი) სახეობები; სამიზნე დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში კონკურსების შედეგად შერჩეული, დაფინანსებული და განხორციელებული სხვადასხვა სოციალური პროექტები (ყოველწლიურად დაახლოებით 3-4 პროექტი); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ცვლილებები დონორის პრიორიტეტებში 7 საბაზისო მაჩვენებელი - დაწყებულია კინჩხისა და ნავენახევის მღვიმის ბუნებრივი ძეგლების ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო სამუშაოები; მიზნობრივი მაჩვენებელი - კინჩხას და ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლებზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, კინჩხა: მცირე ვიზიტორთა ცენტრი, ბილიკი და გადასახედი პლატფორმა. ნავენახევის მღვიმე: მღვიმის განათება, ბილიკი, საპიკნიკე ადგილები, საბავშვო სათამაშო მოედნები, კვების ობიექტი და სუვენირების მაღაზია. აღნიშნული დაცული ტერიტორიების მიმდებარედ არსებულ დასახლებულ პუნქტებში (სოფლებში) განვითარებული საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები და სხვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-10%; შესაძლო რისკები - სამშენებლო სამუშაოების სატენდერო პროცედურების შეფერხება (ჩაშლა), კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება ვადების დარღვევით
1.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: დაცული ტერიტორიების ჯეროვნად დაცვისათვის რეინჯერთა კორპუსი არ არის სათანადოდ შეიარაღებული, კერძოდ, 344 რეინჯერიდან მხოლოდ 130 აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე უკანონო შეღწევის ფაქტების შესამცირებლად არ არის საკმარისი დღეის მდგომარეობით არსებული 150-მდე ხერგილი და ბარიერი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: საშუალოვადიანი პერიოდის ბოლომდე შეძენილი დაახლოებით 45-მდე ცეცხლსასროლი იარაღი. რეინჯერთა უსაფრთხოების ამაღლებული ხარისხი, შესაბამისი დაცული ტერიტორიის დაცვის 20-30%-ით გაუმჯობესებული ხარისხი; ყოველწლიურად განთავსებული დაახლოებით 10 ერთეული ახალი ხერგილი 2 დაცული ტერიტორიისათვის, შედეგად, 20-30%-ით შემცირებული დაცულ ტერიტორიებზე შეღწევის ფაქტები; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: რეინჯერთა უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მიზნით შსს-ს მიერ გადმოცემული 100 გლუვლულიანი და 20 ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი, შედეგად, გაუმჯობესებული შესაბამისი დაცული ტერიტორიის დაცვის ხარისხი 20-30%-ით; 3 დაცულ ტერიტორიაზე განთავსებული 35 ერთეული ახალი ხერგილი, შედეგად 20-30%-ით შემცირებული არაკანონიერი შეღწევის ფაქტები დაცულ ტერიტორიებზე; 2.                  დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: მავნებელ დაავადებათა გავრცელებისა და აგრესიულობის დონის დადგენის მიზნით, საშუალოვადიან პერიოდში დეტალურ კვლევას საჭიროებს ყაზბეგისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკების ტერიტორია, ასევე აჭარის დაცული ტერიტორიები (მტირალა, კინტრიში, მაჭახელა), ამასთან, თუშეთის დაცულ ტერიტორიებში გამოვლენილ მავნებლებთან ბრძოლისთვის არ არის საკმარისი შესაბამისი პრეპარატები და აღჭურვილობა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: მავნებელ დაავადებათა შემცირებული პროგრესირება, გაუმჯობესებული სანიტარული მდგომარეობა დაზიანებული ტყის ფართობის 20 %-ზე; თუშეთის დაცული ტერიტორიისთვის შეძენილი მავნებლებთან ბრძოლის შესაბამისი პრეპარატები და აღჭურვილობა, აჯამეთის აღკვეთილში საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაში 10 ჰა ფართობზე განახლებული იმერული მუხა, განახლებული დეგრადირებული ტერიტორიის დაახლოებით 5%; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: აჯამეთის აღკვეთილში 10 ჰა-ზე აღდგენილი იმერული მუხა, განახლებული დეგრადირებული ტერიტორიის დაახლოებით 10%; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში განხორციელებული მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების შედეგად შემცირებული მავნებელ დაავადებათა პროგრესირება, გაუმჯობესებული სანიტარული მდგომარეობა დაზიანებული ტყის ფართობის 20 %-ზე; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში განხორციელება 3.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: არსებულ ზოგიერთ ვიზიტორთა ცენტრში არ არის მოწყობილი ვიზიტორთა საექსპოზიციო დარბაზი სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, ხოლო რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე საგამოფენო დარბაზები, საჭიროებს განახლებას. ასევე დაცული ტერიტორიების ნაწილზე განთავსებული სხვადასხვა საინფორმაციო მანიშნებლების უმეტესობა დაზიანებულია და საჭიროებს შეცვლას, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებს ტურისტულ ბილიკებზე გადასაადგილებლად ესაჭიროებათ სხვადასხვა მიმართულების მაჩვენებლები; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაში მოწყობილი 4 და ასევე განახლებული 4 ვიზიტორთა ცენტრი, (მათ შორის 2017 წელს განახლდება 1) რაც უზრუნველყოფს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ვიზიტორთა ინფორმირებას დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის, სარგებლის და სხვა დანიშნულების შესახებ. დამზადებული და დამონტაჟებული 250 ერთეული საინფორმაციო, საინტერპრეტაციო და მიმართულების მანიშნებელი დაფები (მ.შ, 2017 წელს - 100). შედეგად, ინფორმირებული დაცულ ტერიტორიებზე შემოსული ვიზიტორი, შემცირებული უკანონო ქმედებები; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: მოწყობილი და განახლებული 3 მსხვილი ტურისტული ობიექტი, 2 ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრი. დამონტაჟებული 374 ერთეული საინფორმაციო, საინტერპრეტაციო და მიმართულების მანიშნებელი დაფა. 4.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით, საჭიროა დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდა, ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით საჭიროა სხვადასხვა აქტივობების განხორციელება (2015წ. ვიზიტორთა რაოდენობამ შეადგინა - 519 ათასი, ხოლო 2016წ. 8 თვე - 550 ათასი); დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის შედეგად 15%-ით გაზრდილი უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, ხოლო სარეკლამო აქტივობების საშუალებით ყოველწლიურად 10-15%-ით გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა; ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი საპრომოციო მასალით უზრუნველყოფილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები და 20%-ით ამაღლებული საზოგადოებრივი ინფორმირებულობის და ცნობიერების დონე (ვებგვერდისა და ფბ გვერდის ნახვის რაოდენობა, მოწონებები); ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენელებისათვის მოწყობილი ინფო-ტურების შედეგად გაზრდილი დაცული ტერიტორიების ცნობადობა და ყოველწლიურად 10%-ით გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის შედეგად 20%-ით გაზრდილია უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, სარეკლამო აქტივობების საშუალებით 20%-ით გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა; ხელმისაწვდომი საპრომოციო მასალით უზრუნველყოფილია დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები და 25%-ით ამაღლებულია საზოგადოებრივი ინფორმირებულობის და ცნობიერების დონე (ვებგვერდის ნახვის რაოდენობა, მოწონებები); ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენელებისათვის მოწყობილი ინფო-ტურების შედეგად გაზრდილია დაცული ტერიტორიების ცნობადობა, 2016 წელთან შედარებით 30%-ით გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა; 5.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: დონორის დაფინანსებით დღეის მდგომარეობით მოწყობილია 13 დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურა, იფარება 9 ადმინისტრაციის საოპერაციო ხარჯები, მიმდინარეობს 9 ადმინისტრაციის 240-მდე თანამშრომლის სოციალური დაცვის ღონისძიებები; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: ყოველწლიურად მოწყობილი დამატებით ერთი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურა, დაფარული 9 ადმინისტრაციის საოპერაციო ხარჯები და უზრუნველყოფილი ამ ადმინისტრაციების თანამშრომელთა სოციალური დაცვა (240-მდე თანამშრომელი უზრუნველყოფილია 35%-იანი დანამატით); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: მოწყობილი თუშეთისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურა; 35%-იანი სახელფასო დანამატით უზრუნველყოფილია 10 დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის 260-დე თანამშრომელი. შედეგად, მოტივირებული თანამშრომლები და შემცირებული კვალიფიციური კადრის დენადობა. 6.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: ალგეთის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე აშენებულია ადმინისტრაციული შენობები და ვიზიტორთა ცენტრები, თუმცა მოსაწყობია საველე ინფრასტრუქტურა გამართული სრულყოფილი ეკო- ტურისტურისტული მომსახურებისათვის, ადმინისტრაციები საჭიროებენ შესაბამის აღჭურვილობას; გარდა ამისა, ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და საკონსერვაციო ღონისძიებების ჩასატარებლად საჭიროა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების მოწვევა და ხშირ შემთხვევაში ღრმა კვლევა, სპეციალური აღჭურვილობა ან ლაბორატორია. აღნიშნული დაცული ტერიტორიების მიმდებარედ არსებულ დასახლებულ პუნქტებში (სოფლებში) არ არის განვითარებული გზები, ხიდები, წყალმომარაგების სისტემა, საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები და სხვ. დონორი ორგანიზაცია სთავაზობს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას სოციალური პროექტების დაფინანსებას; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: აშენებული და მოწყობილი საველე ტურისტული ინფრასტრუქტურა ალგეთის (2017 წელს) ფშავ- ხევსურეთის და ყაზბეგის (2018 წელს) დაცული ტერიტორიებზე, დონორის დაფინანსებით აღჭურვილი ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები; გამოვლენილი მცენარეთა და ცხოველთა საკვანძო (იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი, ენდემური, რელიქტური, ასევე მავნებელი) სახეობები; სამიზნე დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში კონკურსების შედეგად შერჩეული, დაფინანსებული და განხორციელებული სხვადასხვა სოციალური პროექტები (ყოველწლიურად დაახლოებით 3-4 პროექტი); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: აშენებული და მოწყობილია საველე ტურისტული ინფრასტრუქტურა ალგეთის დაცულ ტერიტორიაზე, დონორის დაფინანსებით აღჭურვილია ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები; გამოვლენილია მცენარეთა და ცხოველთა საკვანძო (იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი, ენდემური, რელიქტური, ასევე მავნებელი) სახეობები; სამიზნე დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში კონკურსების შედეგად შერჩეული, დაფინანსებული და განხორციელებულია 4 სოციალური პროექტი; 7.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: დაწყებულია კინჩხისა და ნავენახევის მღვიმის ბუნებრივი ძეგლების ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო სამუშაოები დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: კინჩხას და ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლებზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, კინჩხა: მცირე ვიზიტორთა ცენტრი, ბილიკი და გადასახედი პლატფორმა. ნავენახევის მღვიმე: მღვიმის განათება, ბილიკი, საპიკნიკე ადგილები, საბავშვო სათამაშო მოედნები, კვების ობიექტი და სუვენირების მაღაზია. აღნიშნული დაცული 285 ტერიტორიების მიმდებარედ არსებულ დასახლებულ პუნქტებში (სოფლებში) განვითარებული საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები და სხვა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: მოწყობილია ინფრასტრუქტურა კინჩხას ჩანჩქერისა და ნავენახევის და საწურბლიას მღვიმეების ბუნების ძეგლებზე. ხელი შეეწყო აღნიშნული დაცული ტერიტორიების მიმდებარედ არსებულ დასახლებულ პუნქტებში (სოფლებში) საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების განვითარებას.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019