კაპიტალური პროექტები

კაპიტალური პროექტი -  ისეთი მსხვილი პროექტი, რომელსაც საინვესტიციო ხასიათი გააჩნია, ანუ პროექტის ფარგლებში შექმნილი საბოლოო პროდუქტი უნდა გახდეს ეკონომიკური აქტივობის შემადგენელი ნაწილი ან მნიშვნელოვნად უნდა უწყობდეს ხელს ეკონომიკურ განვითარებას. კაპიტალური პროექტები გულისხმობს მსხვილი ინფრასტრუქტურის შექმნას ან არსებულის მნიშვნელოვან და არსებით გაუმჯობესებას.

 

კაპიტალური პროექტების დანართი - სახელმწიფო ბიუჯეტის კანონზე თანდართული დოკუმენტი, სადაც მოცემულია წლის განმავლობაში განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაცია.

 

კაპიტალური პროექტების დანართი წარმოადგენს ერთადერთ დოკუმენტს, სადაც გაერთიანებულია ქვეყნის დონეზე განსახორციელებელი კაპიტალური/ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა, მასში არ არის წამოდგენილი ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ყველა კაპიტალური პროექტის შესახებ.

 

სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული კაპიტალური პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, აღნიშნული გვერდი კაპიტალური პროექტების დანართში ასახული პროექტების გარდა, მოიცავს ინფორმაციას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის კაპიტალის ზრდის შესახებ.

კაპიტალური პროექტები, რომელთაც ახორციელებენ დარგობრივი სამინისტროები ან მათ დაქვემდებარებაში ფუნქციონირებადი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ-ები).

კაპიტალური პროექტები, რომლებიც დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით. 

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის კაპიტალის ზრდის შესახებ ინფორმაცია.

კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც ბიუჯეტის სახსრები, ასევე დონორებიდან მიღებული დაფინანსება.

მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ინფორმაცია კაპიტალური პროექტების დანართში ასახული პროექტების დაფინანსების წყაროს შესახებ.

 

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ბოლო განახლება:  29.05.2017

კაპიტალური პროექტების ძირითადი განმახორციელებლები არიან დარგობრივი სამინისტროები ან მათ დაქვემდებარებაში ფუნქციონირებადი სსიპ-ები. მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ინფორმაცია წლის განმავლობაში სამინისტროების მიერ განხორციელებული კაპიტალური პროექტების ჯამური ღირებულების შესახებ.

 

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ბოლო განახლება:  29.05.2017

კაპიტალური პროექტების დანართში წარმოდგენილი პროექტების ღირებულების პროცენტული წილი მშპ-ში.

 

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ბოლო განახლება:  29.05.2017

კაპიტალური პროექტების დანართში წარმოდგენილი პროექტების ღირებულების პროცენტული წილი სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ბოლო განახლება:  29.05.2017