სახელმწიფო ვალი სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებების გათვალისწინებით

ვალუტის კურსის ცვლილების ეფექტი

1 $   =   2.4416 C

* პროგნოზი

სახელმწიფო ვალის მაჩვენებლების მიმართება არსებულ ზღვრებთან

2012 2013 2014 2015 2016 IMF-ის ზღვარი კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ „საქართველო 2020-ის“ ზღვარი

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სახელმწიფო ვალის შესახებ მონაცემები არ მოიცავს სახელმწიფოს საწარმოების საკრედიტო ვალდებულებებს. მოცემული ღილაკი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ინფორმაცია აღნიშნული საწარმოების ვალდებულებებისა და მათი გათვალისწინებით, მთლიანი სახელმწიფო ვალის შესახებ.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მიხედვით, სახელმწიფო სექტორის ვალის ნაწილს შეადგენს სახელმწიფო არასაფინანსო კორპორაციების საკრედიტო ვალდებულებებიც.

სახელმწიფო არასაფინანსო კორპორაციები წარმოადგენენ რეზიდენტ ორგანიზაციებს, რომელთა კონტროლსაც ახორციელებენ სამთავრობო უწყებები.

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ბოლო განახლება: 22.07.2016

საქართველოს სახელმწიფო ვალი მოიცავს მხოლოდ ცენტრალური მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებულ ვალსა და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ კერძო სექტორის ვალს.

საშინაო ვალი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის  ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აღებულია ეროვნულ ვალუტაში.

საგარეო ვალი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის  ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში.

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბოლო განახლება: 22.07.2016

სახელმწიფო ვალის მომსახურება მოიცავს საშინაო და საგარეო ვალზე პროცენტისა და ძირითადი თანხის დაფარვას. საპროგნოზო მაჩვენებლები გადათვლილია 22.07.2016 მდგომარეობით არსებულ სახელმწიფო ვალის ნაშთზე.

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბოლო განახლება: 22.07.2016 

სახელმწიფო ვალის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ დონეზე შემუშავებულია სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ზღვრები. საქართველოს სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით აღნიშნული ზღვრები მოცემულია ორგანულ კანონში "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" და სტრატეგიის დოკუმენტში "საქართველო 2020". გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულია ზღვრები დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის.

 

მოცემული ინფოგრაფიკა საშუალებას გაძლევთ იხილოთ რამდენად აკმაყოფილებს სახელმწიფო ვალის არსებული მოცულობა დადგენილ ზღვრებს.  

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბოლო განახლება: 22.07.2016