სარეზერვო ფონდის მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, `საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებული გადასახდელების დასაფინანსებლად“ (მუხლი 28, პუნქტი 2). აღნიშნული რეგულაცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფას იმ გადასახდელების დაფინანსებით, რომელთა გათვალისწინებაც ობიექტური გარემოებების გამო სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, საკანონმდებლო დონეზე სარეზერვო ფონდების განმარტების ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, არსებული პრაქტიკით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს სარეზერვო ფონდის სახსრების მიმართვას ისეთი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.

გამოყოფილი სახსრების მიზნობრიობა

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების 37%-ის მიზნობრიობას წარმოადგენს მხარჯავი დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირება ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დაფინანსება რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე.
საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად“ (მუხლი 28, პუნქტი 2).
რიგ შემთხვევებში ხდება სახსრების მიმართვა იმ გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებს და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში.

დიაგრამაზე წარმოდგენილია მთავრობის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული წლიური გეგმა და ფონდიდან დახარჯული თანხების ფაქტობრივი ოდენობა. 

 

მთავრობის სარეზერვო ფონდი - იქმნება სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბოლო განახლება: 23.02.2017

დიაგრამაზე წარმოდგენილია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახარჯული თანხების განაწილება მათი მიზნობრიობის მიხედვით. 

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბოლო განახლება: 23.02.2017