ეკონომიკური პროცესების ანალიზი, სექტორული კვლევების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად;მაკროეკონომიკური სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის ...
ეკონომიკური პროცესების ანალიზი, სექტორული კვლევების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად;მაკროეკონომიკური სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;არსებული ეკონომიკური სიტუაციის ანალიზი და ახალი ტენდენციების გამოვლენა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით; ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორების შესწავლა და დეტალური კვლევების განხორციელება;საინვესტიციო კლიმატის ამსახველი მასალების მომზადება, ბეჭდვა და მისი გაცნობა დაინტერესებული დელეგაციებისათვის ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ;საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება; რეგიონალური და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისა და რეჟიმების ანალიზი და მათი განვითარებისათვის რეკომენდაციების მომზადება; ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის შედეგების ანალიზი, ახალი საექსპორტო ბაზრებისა და პროდუქციის იდენტიფიკაცია, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;,,მწვანე ბიზნეს” შესაძლებლობების არეალის გამოვლენის, საქართველოში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, 4 ძირითად სექტორში (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები, ,,მწვანე პროდუქტების” წარმოება, განახლებად ენერგიაზე დაფუძნებული წარმოება) განხორციელებული კვლევის შედეგების საფუძველზე შესაბამისი საპილოტე პროექტების განხორციელება და პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათების მომზადება; მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან, ,,მწვანე ეკონომიკასა” და ,,მწვანე ბიზნესთან” დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საინფორმაციო ვებ პორტალის (www.greengeorgia.ge) მუდმივი განახლების, სემინარებისა და საჯარო ლექციების მეშვეობით;საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სატრანზიტო გადაზიდვების განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ეროვნული სტრატეგიის განვითარება სატვირთო გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით და საინვესტიციო პროგრამის შემუშავება მულტიმოდალური სატვირთო დერეფნების და მწვანე ლოჯისტიკის მიმართულებით; ადგილობრივი გადამზიდველების საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზარზე გამარტივებული პროცედურებით შესვლის ხელშეწყობისა და ევროპიდან აზიისა და უკუმიმართულებით სარკინიგზო ტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვების გამარტივებული პროცედურებით განხორციელების მიზნით, სხვადასხვა ქვეყანასთან საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმება;საქართველოს ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების, ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების დონის ამაღლების მიზნით, საავიაციო სფეროში ევროკავშირის 45 ტექნიკური რეგლამენტისა და 11 დირექტივის იმპლემენტაცია და ასევე, სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა და პრევენციული ზომების გატარება უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების მიზნით;სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ხელშეწყობა, სამშენებლო პროდუქციის წარმოების განვითარება და საქართველოში წარმოებული სამშენებლო პროდუქციის საერთაშორისო ბაზრობა-გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა, სამშენებლო სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, საქართველოს მუნიციპალიტეტების, მათი ქალაქებისა და დასახლებების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების დამუშავებაში მონაწილეობა, სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის პროექტის შემუშავება და მიღება;სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა, გამარტივება და ევროპულ და საერთაშორისო ნორმებთან დაახლოება;ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საფოსტო კავშირის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა (კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების კავშირგაბმულობის მდგრადი და დაცული საშუალებებით უზრუნველყოფა, ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების მართვისა და ელექტრონული კომერციის სისტემების შექმნა, ინფოკომუნიკაციების სფეროს განვითარება და საქართველოს საფოსტო კავშირის სფეროს რეფორმა);საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, საგანმანათლებლო კამპანიის განხორციელება და სხვა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022