Find program results

მეწარმეობის განვითარება (24 01 03)

Allocated 105.3 c

Program implementer

სსიპ -მეწარმეობის განვითარების სააგენტო

Program description

საწარმოების პროდუქტიულობის გაზრდისა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც ითვალისწინებს: დამწყები, არსებული მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ტექნიკური დახმარების ...

საწარმოების პროდუქტიულობის გაზრდისა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც ითვალისწინებს: დამწყები, არსებული მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას სამეწარმეო უნარების ამაღლების მიზნით, კომპანიებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას, ექსპორტის განვითარების ხელშეწყობასა და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას საერთაშორისო მედია საშუალებების მეშვეობით.

კომპანიების პერსონალის ცოდნის, უნარების და სამეწარმეო კულტურის ამაღლება; ბიზნესის განვითარება რეგიონებში; საწარმოების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა;ახალი ბიზნესების შექმნის წახალისება;ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება;ექსპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა;საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
·         „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხრიდან განხორციელდა კერძო სექტორის მხარდაჭერა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების გზით; ·         საქართველოს რეგიონებში დაიწყო მოქმედება მიკრო და მცირე მეწარმეობის წახალისების პროგრამამ, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა თანადაფინანსების გაცემა პროგრამის ბენეფიციარებისათვის; ·         განხორციელდა ექსპორტის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი მწარმოებლებისათვის ახალი ბაზრების ათვისების დახმარების გზით; ·         განახლებული ვებ-პორტალის www.tradewithgeorgia.com მეშვეობით, უცხოელ შემსყიდველებს და დაინტერესებულ პირებს მიეცათ ქართული პროდუქციის გაცნობის საშუალება; ·         განვითარდა საერთაშორისო ურთიერთობები და ჩამოყალიბდა აქტიური თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან; ·         გაფართოვდა „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამა კინოინდუსტრიისა და სასტუმროების ინდუსტრიის კომპონენტების დამატების გზით და შემუშავდა ახალი კომპონენტების განვითარების მექანიზმები.
შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა ; ახლად დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა ; საწარმოების და რეგიონებში ბიზნეს აქტივობის მაჩვენებელი ; კომპანიების ბრუნვის მოცულობა ; საერთაშორისო გამოფენებზე პროდუქციის წარდგენის შედეგად ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა
·         ახლად დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა, საწარმოების და რეგიონებში ბიზნეს აქტივობის მაჩვენებელი, შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა: ·  2015 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ გაფორმდა 64 ხელშეკრულება; დამტკიცებული სესხების საერთო რაოდენობამ შეადგინა 97.3 მლნ ლარი, ხოლო მოსალოდნელმა ინვესტიციამ - 147.1 მლნ ლარი; ·  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოფილ იქნა წვდომა სალიზინგო მომსახურებაზე; ·  შემუშავდა მიკრო და მცირე მეწარმეობის წახალისების პროგრამის კონცეფცია. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტმა შეადგინა 20.0 მლნ ლარი. პირველი რაუნდის დაფინანსების შედეგად, რომელიც სრულად დასრულდება 2016 წლის პირველ კვარტლში დაფინანსებული ბიზნეს-გეგმების რაოდენობა იქნება 1 140 (განმცხადებელის რაოდენობა - 1 700) და სავარაუდოდ დასაქმდება 2 300 ადამიანი; ·         საერთაშორისო გამოფენებზე პროდუქციის წარდგენის შედეგად ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა - 70-მდე კომპანიამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით საკუთარი პროდუქცია წარადგინა მსოფლიოს პრესტიჟულ გამოფენებსა და სავაჭრო მისიებზე, რასაც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით მოჰყვა პოზიტიური შედეგები.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022