Find program results

განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა (32 01)

Allocated 105.09 c

Program implementer

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი ; საგანმანთლებლო რესურსცენტრები ; სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

Program description

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;საქართველოს ყველა მოქალაქისათვის განათლების მიღების თანაბარი ...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;საქართველოს ყველა მოქალაქისათვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნა და განვითარება, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელება;საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაცია, საზოგადოების თითოეულ წევრთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად განათლების ხარისხზე ზრუნვა, მისი მუდმივი გაუმჯობესება და ქართული საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობის ამაღლება;ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების, დანერგვისა და განვითარების სისტემის სრულყოფა და მისი მუშაობის უზრუნველყოფა;საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების ხარისხის გარე მექანიზმების ეფექტური მუშაობა;მოდულარული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების კონცეფციის, ჩარჩოს და მეთოდიკის მომზადება;პროფესიული განათლების სფეროში დისტანციური სწავლების კონცეფციის მომზადება და პილოტირება;პროფესიული სტანდარტების შემუშავება/განახლება და დამსაქმებელთან თანამშრომლობით შესაბამისი პროფესიული მოდულურული საგანამანათებლო პროგრამების შექმნა.

დაინერგილილ იქნება განათლების ხარისხის გარე მექანიზმის ახალი სისტემა და მისი მეშვეობით განხორციელდება უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მათ მიერ სტუდენტებისათვის შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება; ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე გადამზადებულ იქნებიან ექსპერტები და საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაეწევათ მხარდაჭერა; განხორციელდება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უცხოელი სტუდენტების შეუფერხებელი განათლების მიღება და ასევე საქართველოს მოქალაქეების შეუფერხებელი განათლების მიღება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მოქნილობის მიზნით მომზადდება სწავლის შედეგებზე დაფუძნებული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები, შეიქმნება ამ პროგრამებით სწავლებისათვის საჭირო საკანონმდებლო, ინსტიტუციური და საოპერაციო (მათ შორის, ადამიანური და მატერიალური რესურსების კუთხით) შესაძლებლობები, ქვეყნის მასშტაბით დაინერგება მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კონცეფცია.
·         წინა წელთან შედარებით გაიზარდა ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა; ·         გაიზარდა შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისათვის შემუშავებული/განახლებული პროფესიული სტანდარტების რაოდენობა; ·         აქტუალური პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების გაზრდილი რაოდენობა. ·         თანამშრომლობის გაძლიერება ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
აქტუალური პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა ; უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა ; ასაკისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით ფორმალური განათლების შესაბამის საფეხურზე ჩარიცხული ბავშვების/მოსწავლეების რაოდენობა ; შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისათვის შემუშავებული/განახლებული პროფესიული სტანდარტების რაოდენობა ; ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რაოდენობა

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022