Find program results

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა (33 04 02)

Allocated 174.79 c

Program implementer

სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

Program description

საქართველოს არქიტექტურული კომპლექსების (ისტორიული დასახლებებისა და ქალაქების), კულტურული მემკვიდრეობის ცალკეული ნიმუშების დაცვა და რეაბილიტაცია;მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ...

საქართველოს არქიტექტურული კომპლექსების (ისტორიული დასახლებებისა და ქალაქების), კულტურული მემკვიდრეობის ცალკეული ნიმუშების დაცვა და რეაბილიტაცია;მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ტექნიკური ხელშეწყობა და შესაბამისი პირობების შექმნა მათი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის;სამუზეუმო კოლექციების დიაგნოსტიკა, ექსპონატთა რესტავრაცია, აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია;კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობის კონტროლის, პრევენციული კონსერვაციისა და რისკისათვის მზადყოფნის მიზნით ეფექტური მექანიზმების შექმნა;ერთიანი საინფორმაციო სისტემის/სივრცის შექმნის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ბაზის შევსება;კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა/კომპლექსთა კონსერვაცია-რესტავრაცია მომავალი თაობებისათვის შესანარჩუნებლად და ტურიზმისათვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად;კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და UNESCO-ს ვალდებულებების შესრულება;კვლევის შედეგად მიღებული ახალი მასალების, მუზეუმ-ნაკრძალების შესახებ გზამკვლევების, ქართული ხუროთმოძღვრებისა და სხვა მასალების წიგნებად, ალბომებად, კრებულებად გამოცემა;არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ინვენტარიზაცია, მათი დაცვისა და სისტემატიზაციის მექანიზმების შემუშავება;ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მონიტორინგი, შესწავლა, შესაბამის სახელმწიფოებთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე მასშტაბური ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა/კომპლექსთა კონსერვაცია-რესტავრაცია და მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება;ძეგლთა დეტალური სააღრიცხვო, კვლევითი და სხვადსახვა ტიპის დაზიანებათა სადიაგნოსტიკო დოკუმენტაციის შექმნა; კულტურული მემკვიდრეობის უძრავ-მოძრავი ნიმუშების, ობიექტებისა და ძეგლების სისტემატიზაცია, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩართვა; მუზეუმებში კულტურული ტურიზმის განვითარება და ტურიზმისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნა; ინფორმაციის შენახვის, განახლებისა და გავრცელების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა; მუზეუმების საგამოფენო-საექსპოზიციო საქმიანობის გააქტიურება კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებითა და გაძლიერებით.
·         რეაბილიტაცია/კონსერვაციის შედეგად შენარჩუნებულ იქნა განადგურების საშიშროების წინაშე მდგარი კულტურული მემკვიდრეობის რიგი ძეგლები. ·         განხორციელდა ტერიტორიის მოწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება; ·         კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის მიზნით შეიქმნა საპროექტო დოკუმენტაცია და საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასდა რიგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა; ·         კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების შესახებ ხარისხიანი და სისტემატიზირებული მონაცემების ასახვა საინფორმაციო სივრცეში; ·         განხორციელდა ღონისძიებები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისათვის და ქართველი სპეციალისტებისათვის უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება; ·         მომზადდა მასალები კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისათვის.
ვიზიტორთა რაოდენობა ; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტთა დასკვნები და შეფასებები ; კულტურული მემკვიდრეობის შესწავლილი, სისტემატიზებული ნიმუშები, ობიექტები და ძეგლები ; კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული 50-მდე სარეაბილიტაციო პროექტის და რესტავრირებული ძეგლების რაოდენობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ; საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი იდენტიფიცირებული, ინვენტარიზირებული და სისტემატიზირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები/ძეგლები
·         კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მომზადებული 100-მდე სარეაბილიტაციო პროექტი და რესტავრირებული ძეგლი; ·         მუზეუმ-ნაკრძალების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარებული 12 ტრენინგი; ·         კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით გამოცემული 10-მდე სახეობის ნაბეჭდი პროდუქცია; ·         ვიზიტორთა რაოდენობის 47 %-ით გაზრდა წინა წელთან შედარებით და კულტურული მემკვიდრეობისადმი საზოგადოების ინტერესი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022