Find program results

გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამა (26 02)

Allocated 100.1 c

Program implementer

საქართველოს პროკურატურა

Program description

გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: ...

გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება - შემუშავდება იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელო, რაც ხელს შეუწყობს გამომძიებლებისა და პროკურორების მიერ აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისა და საპროცესო ზედამხედველობის განხორციელებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფა − ადამიანის უფლებების დაცვა გამოძიების მიმდინარეობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესში; ამ სფეროში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა და საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება; ოჯახური ძალადობის, წამების, არასათანადო მოპყრობის, უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის შემუშავება და მიღება - შემუშავდება პროკურატურის მუშაკთა ახალი, პროკურატურის წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისი ეთიკის კოდექსი; აღმოიფხვრება არსებული კოდექსის ბუნდოვანი ნორმები; მოხდება ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული გადაცდომების კონკრეტიზაცია. პროკურატურაში სამუშაო გარემოსა და პროკურორთა მოტივაციის სისტემის გაუმჯობესება − დაიხვეწება სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა; შეიქმნება პროკურორთა საჭიროებებზე მორგებული და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამები; განხორციელდება პროკურორთა დატვირთვის ელექტრონული მოდულის იმპლემენტაცია. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება − პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნება მასმედიასთან ურთიერთობის ეფექტური მექანიზმები, მოხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების არსებული მექანიზმების სრულყოფა; დაიხვეწება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, შეიქმნება ადგილობრივი საბჭოები. პროკურატურის როლის გაზრდა დანაშაულის პრევენციის პროცესში − ამ მიმართულებით შემუშავდება სტრატეგია და განხორციელდება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება − განხორციელდება პროკურორთა გადამზადება არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე. ამასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი არასრულწლოვანთა მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა.

გამოძიებაზე ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შესაძლებლობის ზრდა დანაშაულის (მათ შორის არასრულწლოვანთა შორის) პრევენციაში აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა
·   მომზადდა რეკომენდაცია დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით პროპორციულ და ადეკვატურ სანქციებთან დაკავშირებით; ·   გაუმჯობესდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ პირებს შორის კოორდინაციის მექანიზმი; ·   მინიმალური ხარვეზით მიმდინარეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დანერგვა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - პროკურორების საქმიანობის ინდივიდუალური შეფასებისა და კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე მიმდინარეობს გაიდლაინების შემუშავება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში, ყოველწლიურად პროკურორების საქმიანობაზე დაკვირვება და ზოგადი და ინდივიდუალური რეკომენდაციების შემუშავება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10% (ყოველწლიურად შეიძლება ვერ მოხერხდეს ყოველი ინდივიდუალური პროკურორის საქმიანობაზე დაკვირვება და ინდივიდუალური რეკომენდაციების გაცემა - პროკურორების 10%-ის საქმიანობა შეიძლება მხედველობის მიღმა დარჩეს რომელიმე კალენდარული წლის მანძილზე) 2 საბაზისო მაჩვენებელი - საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში 2015 წელს ჩატარდა 110 პრევენციული ღონისძიება საქართველოს რეგიონებში; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში, ყოველწლიურად, 150 პრევენციული ღონისძიების ჩატარება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20 ღონისძიება
1.       საბაზისო მაჩვენებელი - პროკურორების საქმიანობის ინდივიდუალური შეფასებისა და კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე მიმდინარეობს გაიდლაინების შემუშავება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში, ყოველწლიურად პროკურორების საქმიანობაზე დაკვირვება და ზოგადი და ინდივიდუალური რეკომენდაციების შემუშავება; მიღწეული მაჩვენებელი - მომზადდა: 4 ანალიზი/ანგარიში (2 განრიდებაზე, 1 კოორდინატორების საქმიანობაზე, 1 სასამართლოს მიერ გამოყენებულ სასჯელებზე), 2 კვლევა (დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანთა კრიმინოლოგიური კვლევა და ოჯახური ძალადობის კვლევა), 1 სახელმძღვანელო (სამართლებრივი წერის სახელმძღვანელო), 1 რეკომენდაცია (საპროცესო შეთანხმების დროს გამოსაყენებელი პირობების შესახებ); 2.       საბაზისო მაჩვენებელი - საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში 2015 წელს ჩატარდა 110 პრევენციული ღონისძიება საქართველოს რეგიონებში; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში, ყოველწლიურად, 150 პრევენციული ღონისძიების ჩატარება; მიღწეული მაჩვენებელი - საანგარიშო პერიოდში დანაშაულის პრევენციის მიზნით „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა 178 ღონისძიება;

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022