ეროვნული საარქივო ფონდის დაცულობისა და საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, აგრეთვე საარქივო მომსახურებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ეროვნული ...
ეროვნული საარქივო ფონდის დაცულობისა და საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, აგრეთვე საარქივო მომსახურებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ეროვნული საარქივო ფონდის ელექტრონული დოკუმენტების არქივის შექმნა, ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების ცენტრალიზაცია, დოკუმენტების საცავებში ხანძარქრობისა და კლიმატის კონტროლის თანამედროვე სტანდარტების ტექნოლოგიების დანერგვა, საოფისე შენობა-ნაგებობების, საცავებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და რემონტი, აგრეთვე მოქალაქეთა მომსახურების სისტემის განვითარება და სრულყოფა. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების ცენტრალიზაცია ემსახურება დოკუმენტების დაცვის პირობების გაუმჯობესებას, ფინანსური და ადამიანური რესურსების დაზოგვას, ასევე, მენეჯმენტის ეფექტურობის ამაღლებას და გულისხმობს ადგილობრივი არქივების დოკუმენტების განთავსებას რეაბილიტირებულ 4 რეგიონულ არქივში (ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი). ამასთან, გარემონტებული ან/და რეაბილიტირებული საცავები და საოფისე შენობები აღჭურვილი იქნება კლიმატის კონტროლის და ხანძარქრობის თანამედროვე სისტემებით, რაც უზრუნველყოფს დოკუმენტების დაცულობის უმაღლეს დონეს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქუთაისის, ახალციხისა და გორის არქივების მშენებლობა, თბილისის არქივის საგამოფენო სივრცისა და დამატებითი საცავის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც გულისხმობს ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას და შესაბამისი ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვას. მოქალაქეთა ელექტრონული მომსახურების სისტემაში დღეისათვის გამოიყენება მკვლევართა აღრიცხვისა და მართვის სისტემა, საარქივო დოკუმენტების (ფოტო, ვიდეო, ფონო, ტექსტური დოკუმენტები, რუკები) ელექტრონული კატალოგები, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (GIS) და სივრცითი ძიების პროგრამა, ონლაინ მომსახურების სისტემა (განცხადებების მიღება და ცნობების გაცემა ვებ-გვერდის საშუალებით) და ა.შ. აღნიშნული სისტემების განვითარება, როგორც პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მოიცავს არსებული ელექტრონული პროგრამების ახალი პარამეტრების შემუშავებას, ასევე არსებული მოდულების განახლება-დახვეწას. პროგრამის ფარგლებში ეროვნული საარქივო ფონდის ელექტრონული დოკუმენტების არქივის შექმნა ემსახურება საარქივო დოკუმენტების დედნების დაუზიანებლად შენახვა-შენარჩუნებასა და ამ დოკუმენტებზე ელექტრონულად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში საჭიროა დამატებითი სპეციალური ტექნიკის, ინვენტარის შეძენა და სასერვერო ინფრასტრუქტურის განვითარება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022