პროგრამა მიზნად ისახავს მოქალაქეებისათვის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორისათვის სახელმწიფოს ელექტრონული სერვისების უსაფრთხოდ, ეფექტურად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების ხელშეწყობას, აგრეთვე სახელმწიფო ...
პროგრამა მიზნად ისახავს მოქალაქეებისათვის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორისათვის სახელმწიფოს ელექტრონული სერვისების უსაფრთხოდ, ეფექტურად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების ხელშეწყობას, აგრეთვე სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ინფორმაციის, საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების ურთიერთთავსებადობის საშუალებით მონაცემების ეფექტიანად და უსაფრთხოდ გაცვლის უზრუნველყოფას. აღნიშნული მიზნით შექმნილია მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა, რომელიც წარმოადგენს აპარატურულ/პროგრამულ კომპლექსს. პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში ჩართული სერვისებისა და გაცვლილი მონაცემების მასშტაბების ზრდასთან ერთად დაგეგმილია მისი მუდმივი განვითარება და დახვეწა, ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა. მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის საფუძველზე, თავის მხრივ, შექმნილია მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ახალი პროდუქტი - მოქალაქის პორტალი, რომელშიც თავმოყრილია სახელმწიფო და ბიზნესსექტორის მიერ რეალიზებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისი. პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ პორტალში მომავალშიც ინტეგრირდება ყველა ის ელექტრონული სერვისი, რომელთაც ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები სთავაზობენ მოქალაქეებს, ბიზნესს თუ არასამთავრობო სექტორს. პროგრამის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები აგრეთვე უზრუნველყოფს ამ სერვისების და მონაცემების ეფექტურ და უსაფრთხო გაცვლას. პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა კიბერუსაფრთხოების საკითხები, რაც არა მხოლოდ კომპიუტერული ინციდენტების გამოვლენას, პრევენციასა და შედეგების მართვას გულისხმობს, არამედ ამ სფეროში შესაბამის საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსაც მოიცავს. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდამჭერი სისტემის ეფექტური ოპერირება, საკონტეინერო გადაზიდვების პროცესში (იმპორტ/ექსპორტი) ჩართულ კერძო და სახელმწიფო სუბიექტებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გამარტივება, რაც თავის მხრივ, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მხარეების ეფექტურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან ერთად, პროგრამა უზრუნველყოფს სამოქალაქო და ბიზნეს სექტორისთვის საჯარო, სტრუქტურირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს და მუდმივად ვითარდება ღია მონაცემების ქართული პორტალი (data.gov.ge).
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022