Find program results

პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება (27 01 01)

Allocated 99.1 c

Program implementer

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

Program description

ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ყოფითი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები ითვალისწინებს: ...

ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ყოფითი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები ითვალისწინებს: ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის რბილი ინვენტარის, პირადი ჰიგიენის საგნებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაფერისი უნიფორმის შესყიდვას, ხარისხიანი კვებითი მომსახურების შენარჩუნებას, განათლების ხელმისაწვდომობას - პროფესიული/სახელობო/საგანმანათლებლო სწავლების პროგრამების განსაზღვრას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, მსჯავრდებულთა დასაქმებას; პენიტენციურ სისტემაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა სამართლებრივი გარანტიების განმტკიცებას, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას, პატიმართა ცნობიერების ამაღლებასა და სრული ინფორმატულობის უზრუნველყოფას მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციული პროცედურების) შესახებ; პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმითა და რბილი ინვენტარით უზრუნველყოფას.

ქმედითუნარიანი განათლების პროგრამების ამუშავებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მიერ განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საწარმოო ზონის ამოქმედებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა; ინფორმატულობის ზრდით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციულ პროცედურების) შესახებ.
·      საერთაშორისო სტრანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ღონისძიებების გატარების შედეგად გაუმჯობესებულია ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის სახელობო/პროფესიული სწავლებისა და განათლების მიღების უზრუნველყოფა, არასრულწლოვანი ბრალდებულები ჩართულნი არიან საკნის გარეთ მინიმუმ 4 საათიან აქტივობაში დღის განმავლობაში (განათლება, პროფესიული განათლება და ტრენინგები, სპორტი, სარეაბილიტაციო პროგრამები და ა.შ); 2016 წელს შემუშავებულია და მთავრობასთან ინიცირებულია პაკეტი უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით და პირველად საქართველოში იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც განთავსებულნი იქნებიან გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების; ·      შექმნილია დასაქმების კერები და საწარმოო ზონა, სადაც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა დასაქმება, ასევე მსჯავრდებულებს შექმნილი აქვს ყველა პირობა ინდივიდუალური საქმიანობისთვის (ხელნაკეთი ნივთების შემქნა-რეალიზაცია), ბრალდებულ/მსჯავრდებულებს სამინისტროს ონლაინ მაღაზიის მეშვეობით შესაძლებლობა აქვთ გაყიდონ მათ მიერ შექმნილი ნივთები და მიიღონ შესაბამისი საფასური პირად ანგარიშზე; ·      შენარჩუნებულია ინფორმატულობის ზრდა, ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციულ პროცედურების) შესახებ.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ნორმატივებით განსაზღვრული რაციონისა და კალორიულობის დაცვით სამჯერადი კვების რეჟიმით უზრუნველყოფილი ბრალდებულ/მსჯავრდებულთა პროცენტული რაოდენობა -100%; მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებულია ნორმატივებით განსაზღვრული რაციონისა და კალორიულობის დაცვით სამჯერადი კვების რეჯიმით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100% -სთვის; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% (უკმაყოფილო ბრალდებულ/მსჯავრდებულები); შესაძლო რისკები - უკმაყოფილო ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საჩივრები 2 საბაზისო მაჩვენებელი - პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულ/ბრალდებულები უზრუნველყოფილი არიან ჰიგიენური საშუალებებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებულია საბაზისო მაჩვენებელი ყველა არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს დასაქმებულ ბრალდებულ მსჯავრდებულთა პროცენტულმა რაოდენობამ შეადგინა სისტემაში მყოფ ბენეფიციართა 5%; დასაქმდა საშუალოდ 537 მსჯავრდებული (როგორც სამეურნეო სამსახურში, ისე დასაქმების კერებში); მიზნობრივი მაჩვენებელი - პატიმრების რაოდენობა 30%-ით გაზრდილია საბაზისო მაჩვნებელთან შედარებით, პატიმართა საერთო რაოდენობის ხვედრითი წილიდან გამომდინარე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% (დასაქმების მსურველთა მკვეთრი ზრდა ან კლება); შესაძლო რისკები - სამინისტროს მიერ, მიმდინარე პროცესებით წარმოქმნილი აუცილებლობით, პრიორიტეტის ცვლილება 4 საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიულ /სახელობო/საგანმანათლებლო სწავლების პროექტებში ჩართულია ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 18% -1924 მსჯავრდებული; მიზნობრივი მაჩვენებელი - პატიმრების რაოდენობა 30%-ით გაზრდილია საბაზისო მაჩვნებელთა შედარებით, პატიმართა საერთო რაოდენობის ხვედრითი წილიდან გამომდინარე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% (მსურველთა მკვეთრი ზრდა ან კლება); შესაძლო რისკები - სამინისტროს მიერ, მიმდინარე პროცესებშით წარმოქმნილი აუცილებლობით, პრიორიტეტის ცვლილება
1.საბაზისო მაჩვენებელი - ნორმატივებით განსაზღვრული რაციონისა და კალორიულობის დაცვით სამჯერადი კვების რეჟიმით უზრუნველყოფილი ბრალდებულ/მსჯავრდებულთა პროცენტული რაოდენობა -100%; მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებულია ნორმატივებით განსაზღვრული რაციონისა და კალორიულობის დაცვით სამჯერადი კვების რეჯიმით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100% -სთვის; მიღწეული მაჩვენებელი -ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100%-სთვის შენარჩუნებული სამჯერადი კვების რეჟიმი ნორმატივებით განსაზღვრული რაციონისა და კალორიულობის დაცვით; 2.საბაზისო მაჩვენებელი - პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულ/ბრალდებულები უზრუნველყოფილი არიან ჰიგიენური საშუალებებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებულია საბაზისო მაჩვენებელი ყველა არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში; მიღწეული მაჩვენებელი - პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულ/მსჯავრდებულებისათვის შენარჩუნებულია ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა; 3. საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს დასაქმებულ ბრალდებულ მსჯავრდებულთა პროცენტულმა რაოდენობამ შეადგინა სისტემაში მყოფ ბენეფიციართა 5%; დასაქმდა საშუალოდ 537 მსჯავრდებული (როგორც სამეურნეო სამსახურში, ისე დასაქმების კერებში); მიზნობრივი მაჩვენებელი - პატიმრების რაოდენობა 30%-ით გაზრდილია საბაზისო მაჩვნებელთან შედარებით, პატიმართა საერთო რაოდენობის ხვედრითი წილიდან გამომდინარე; მიღწეული მაჩვენებელი - დასაქმებულ მსჯავრდებულთა 35%-ით გაზრდილი რაოდენობა 2015 წლის მონაცემთან შედარებით; 4. საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიულ /სახელობო/საგანმანათლებლო სწავლების პროექტებში ჩართულია ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 18% -1 924 მსჯავრდებული; მიზნობრივი მაჩვენებელი - პატიმრების რაოდენობა 30%-ით გაზრდილია საბაზისო მაჩვნებელთა შედარებით, პატიმართა საერთო რაოდენობის ხვედრითი წილიდან გამომდინარე; მიღწეული მაჩვენებელი - პროფესიული, სახელობო, საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო და ფსიქო-სოციალურ პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე მსჯავრდებულთა 31%-ით გაზრდილი რაოდენობა 2015 წელთან შედარებით.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022