Find program results

უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა (32 02 03)

Allocated 102.6 c

Program implementer

სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

Program description

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ...

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ძალადობის, მათ მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღების ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების/გამოყენების პრევენცია და აღმოფხვრა; ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისათვის ზოგადი განათლებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების, ჯანსაღი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა; ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების კვალიფიციური ფსიქო-სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფა; საჯარო სკოლებში პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეთათვის შესაბამისი გაკვეთილების, ექსკურსიებისა და გაფართოებული შეხვედრების ჩატარება, მათი შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენის გზით;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დარღვევების შემცირებული რაოდენობა, გაცდენილი გაკვეთილების შემცირებული რაოდენობა; მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და მათი ზოგადი განათლების ხელშეწყობა; საზოგადოებაში მანდატურის სამსახურის გაზრდილი ნდობა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შემცირდა დარღვევებისა და გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა, გაზრდილია მანდატურთა ჩართულობა რისკის ქვეშ მყოფი შემთხვევების მართვაში, უზრუნველყოფილია რისკის ქვეშ მყოფ შემთხვევათა სწრაფი იდენტიფიკაცია და ადეკვატური რეაგირება; დარღვევათა რიცხვი გასულ სასწავლო წელთან შედარებით შემცირებულია 58%-ით; ·         ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფილია მოსწავლეთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი ფსიქო-სოციალური გარემო, დაცულია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში გადამისამართების პროცედურები; ·         გაზრდილია საზოგადოებაში მანდატურის სამსახურის მიმართ ნდობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს გაძლიერება; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოსწავლეთა ქცევითი დარღვევების ფაქტების შემცირება; მანდატურის სამსახურის გაფართოება საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - კადრების გადინების მაღალი მაჩვენებელი 2 საბაზისო მაჩვენებელი - ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე მოსწავლეები უზრუნველყოფილ იქნა ფსიქო-სოციალური მომსახურებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე მოსწავლეთა გამოვლენა და რეაბილიტაცია 3 საბაზისო მაჩვენებელი - პროფორიენტაციის სისტემის დანერგვა საჯარო სკოლებში; 2014-2015 სასწავლო წელს ჩართულია 482 საპილოტე საჯარო სკოლა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წლის სექტემბერში პროგრამაში ჩართული სკოლების რაოდენობა შეადგენს 2 085 სკოლას; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - მოცემული მომენტისთვის აჭარის რეგიონში არ არიან პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები, რაც ეჭქვეშ აყენებს ამ რეგიონის სკოლების პროგრამაში ჩართვას
1.       საბაზისო მაჩვენებელი - უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს გაძლიერება; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოსწავლეთა ქცევითი დარღვევების ფაქტების შემცირება; მანდატურის სამსახურის გაფართოება საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით; მიღწეული - უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ხელშეწყობის მიზნით შეყვანილია მანდატურები კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის რეგიონების იმ 26 საჯარო სკოლაში, სადაც ისინი გასულ წლებში არ იყვნენ წარმოდგენილები; 2.       საბაზისო მაჩვენებელი - ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე მოსწავლეები უზრუნველყოფილ იქნა ფსიქო-სოციალური მომსახურებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე მოსწავლეთა გამოვლენა და რეაბილიტაცია; მიღწეული - გამოვლენილი და სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებში (თბილისი, ქუთაისი, თელავი, ბათუმი, ფოთი, გორი, რუსთავი) რეფერირებული იყო ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე ბენეფიციარები, რომელთაც გაეწიათ ყველა საჭირო სერვისი თუ მომსახურება. ასევე, დამატებით გახსნილია მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ქალაქ რუსთავში; 3.       საბაზისო მაჩვენებელი - პროფორიენტაციის სისტემის დანერგვა საჯარო სკოლებში; 2014-2015 სასწავლო წელს ჩართულია 482 საპილოტე საჯარო სკოლა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წლის სექტემბერში პროგრამაში ჩართული სკოლების რაოდენობა შეადგენს 2085 სკოლას; მიღწეული - პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საპილოტე პროგრამა მიმდინარეობდა 1 500-მდე საჯარო სკოლის IX და XI კლასებში. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დასახულ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე სამსახური 2013 წლიდან, საპილოტე რეჟიმში, ახორციელებდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ხორციელდებოდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მეთოდოლოგიის შემუშავება, პროფორიენტაციისა და კარიერის სისტემის საჯარო სკოლებში დანერგვა და შესაბამისი სახელმძღვანელოების შემუშავება.  მოცემული დროისათვის, პროფორიენტაციისა და კარიერის  პროგრამის ძირითადი მიზნები შესრულებულია, რაც ერთმნიშვნელოვნად იძლევა, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებისა და პროცესების, მანდატურის სამსახურისგან დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას.  ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერების, ეფექტურობის, რაციონალურობისა და ეკონომიურობის პრინციპის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022