Find program results

ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა (32 02 09)

Allocated 111 c

Program implementer

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Program description

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობა; ...

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებასა და ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; პროფესიული განათლების კურსების მეშვეობით სასჯელის მოხდის პერიოდში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების (როგორც სრულწლოვნები, ისე არასრულწლოვნები) სხვადასხვა პროფესიის დაუფლების ხელშეწყობა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ყველა არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შესაძლებლობა სპეციფიკურ გარემოში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლებისთვის აუცილებელი საგნების შესაწავლის, შესაბამისი ატესტატის მიღებისა და განათლების სხვა საფეხურზე სწავლის გაგრძელების; დასაქმების შესაძლებლობა სასჯელაღსრულების პერიოდის დასრულების შემდგომ.
·         პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფმა 150-მდე ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მოსწავლემ შეისწავლა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამები. ჩართული იყვნენ სხვადასხვა აღმზრდელობით საქმიანობაში, მიეცათ შესაძლებლობა შესაბამისი ატესტატის მიღებისა და განათლების სხვა საფეხურზე სწავლის გაგრძელების; ·         პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები, ტერიტორიულ ორგანოებში აღრიცხვაზე მყოფი პირობითი მსჯავრდებულები, პირობით ვადამდე გათავისუფლებული და თავისუფლებაშეზღუდულ მსჯავრდებულები დაეუფლნენ მათთვის სასურველ პროფესიებს.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს სასწავლო პროცესში ჩართული ბრალდებული და მსჯავრდებული მოსწავლეების რაოდენობამ შეადგინა 68%; მიზნობრივი მაჩვენებელი - სასწავლო პროცესში ჩართული მოსწავლეების ზრდა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სამიზნე ჯგუფების არარსებობა
1.       საბაზისო მაჩვენებელი 2015 წელს სასწავლო პროცესში ჩართული ბრალდებული და მსჯავრდებული მოსწავლეების რაოდენობამ შეადგინა 68%; მიზნობრივი მაჩვენებელი - სასწავლო პროცესში ჩართული მოსწავლეების ზრდა; მიღწეული - 150-მდე ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლე უზრუნველყოფილი იყო უწყვეტი ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობით, 1 004 ბენეფიციარი დაეუფლა პროფესიულ მოკლევადიან (სერტიფიცირებული) საგანმანათლებლო პროგრამებს.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022