Find program results

ზოგადი განათლების ხელშეწყობა (32 02 12)

Allocated 72.6 c

Program implementer

სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Program description

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი კონკურენტუნარიანობის ...

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა; მოსწავლეებისათვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებულებისათვის დროული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; 2016-2017 სასწავლო წლისთვის საკლასო ჟურნალით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უზრუნველყოფა; სასკოლო ინიციატივების დაფინანსების გზით მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის და სასკოლო გარემოს განვითარების ხელშეწყობა; მოსწავლეების ინფორმირებულობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა; აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ქართული ენობრივ-კულტურული იდენტობისა და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების შენარჩუნება და ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა.

სწავლისადმი მოსწავლეების ამაღლებული მოტივაცია და თანაბარკონკურენტული გარემო მოსწავლეთა უნარების წარმოსაჩენად;
·         მოსწავლეებში გაზრდილია სამოქალაქო ცნობიერების დონე; ·         ამაღლდა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ცოდნის დონე ქართულ ენაში; ·         სასკოლო ჟურნალებით უზრუნველყოფილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის მდგომარეობით შეძენილ იქნა 37 ათასზე მეტი სასკოლო ჟურნალი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად მოთხოვნილი ჟურნალების რაოდენობის შეძენა 2 საბაზისო მაჩვენებელი - „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში ყოველწლიურად საშუალოდ 30-50 პროექტის დაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში ყოველწლიურად დაფინანსებულ იქნება საშუალოდ 50-60 პროექტი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სამინისტროში შემოსული არაეფექტური და/ან არამიზნობრივი პროექტები 3 საბაზისო მაჩვენებელი - გადამზადებულ იქნა გალის რაიონის 45 პედაგოგი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად გადამზადებულ იქნება 45 პედაგოგი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - საზღვრის გადაკვეთისას არსებული პრობლემები 4 საბაზისო მაჩვენებელი - აზერბაიჯანში არსებული ქართული სკოლების მომარაგება 6 ათასამდე ქართული ენა/ლიტერატურის და მათემატიკის სახელმძღვანელებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად მოთხოვნილი სახელმძღვანელოების მიწოდება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%
1.       საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის მდგომარეობით შეძენილ იქნა 37 ათასზე მეტი სასკოლო ჟურნალი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად მოთხოვნილი ჟურნალების რაოდენობის შეძენა; მიღწეული - მიზნობრივი საქართველოს მასშტაბით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფილია გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის სასკოლო ჟურნალით; 2.       საბაზისო მაჩვენებელი - „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში ყოველწლიურად საშუალოდ 30-50 პროექტის დაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში ყოველწლიურად დაფინანსებულ იქნება საშუალოდ 50-60 პროექტი; მიღწეული - დაფინანსებულია 41 პროექტი; 3.       საბაზისო მაჩვენებელი - გადამზადებულ იქნა გალის რაიონის 45 პედაგოგი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად გადამზადებულ იქნება 45 პედაგოგი; მიღწეული - გადამზადებულია გალის რაიონის 46 პედაგოგი; 4.       საბაზისო მაჩვენებელი - აზერბაიჯანში არსებული ქართული სკოლების მომარაგება 6 ათასამდე ქართული ენა/ლიტერატურის და მათემატიკის სახელმძღვანელებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად მოთხოვნილი სახელმძღვანელოების მიწოდება; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დასახულ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე 2016 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული ქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების საჭიროება არ დამდგარა, ვინაიდან 2015 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი წიგნების დიასპორის სამინისტროსთვის გადაცემა მოხდა 2016 წელს.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022