სამუზეუმო საქმის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით, მუზეუმებში მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და პოპულარიზაცია, სამუზეუმო რეფორმის წარმატებით დასრულება. ადგილობრივი ...
სამუზეუმო საქმის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით, მუზეუმებში მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და პოპულარიზაცია, სამუზეუმო რეფორმის წარმატებით დასრულება. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების დაფინანსებაზე მყოფი მუზეუმების ხელშეწყობა და სამუზეუმო სფეროში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა. სამუზეუმო ექსპონატების სისტემატიზაციისა და აღრიცხვიანობის ციფრულ ვერსიაზე გადასვლა. მუზეუმების შესახებ არსებული საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, მუზეუმების მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, საერთაშორისო სამუზეუმო ინსტიტუციებთან ურთიერთობა, კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაციის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების მხარდაჭერა. მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვა-კონსერვაცია თანამედროვე გამოცდილების გათვალისწინებით; მუზეუმებში დაცული საგანძურის დაცვის პირობების გაუმჯობესება და ტექნიკური პრობლემების მოგვარება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022