1. საბაზისო მაჩვენებელი - მაკროეკონომიკური სტატისტიკური მაჩვენებლები. მშპ რეალური ზრდა: 2015 წელი - 2,9% (ფაქტიური); 2016 წელი - 3% (გეგმიური). საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები: „მსოფლიო ბანკის „Doing Business 2017“ წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. საქართველოს ქულა 2.48 პუნქტით გაუმჯობესდა (77.72 ქულიდან) (80.20 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა; საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის ანგარიშით საქართველომ უპრეცედენტო დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოში 159 ქვეყანას შორის ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-5 პოზიცია დაიკავა 7.98 ქულით; Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2016-ის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 23-ე პოზიციაზეა კვლავ„უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ („The Global Competitiveness Index“) მიხედვით საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 138 ქვეყანას შორის 7 ადგილით გაუმჯობესდა და 66-ე ადგილიდან 59-ზე (4,32-იანი ქულით) გადაინაცვლა (საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 0.1 პროცენტული პუნქტით); „Transparency International“-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2015 წელს „კორუფციის აღქმის ინდექს“-ში („Corruption Perception Index“) საქართველოს რეიტინგი 2 ადგილით გაუმჯობესდა და 168 ქვეყანას შორის 50-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა (100-ქულიან შკალაზე 52 ქულით).
მიზნობრივი მაჩვენებელი - სამიზნე მაჩვენებლების შენარჩუნება/გაუმჯობესება;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წელს შეადგინა 4.8%. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები: მსოფლიო ბანკის „Doing Business 2018“ წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 2.12 პუნქტით (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე; საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის ანგარიშით, 2015 წელს საქართველო შევიდა მსოფლიოს პირველ ათეულში. Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2017-ის მიხედვით, საქარველომ პირველად რეიტინგში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ქვეყანამ წინა წელთან შედარებით 10 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 23-ე ადგილიდან მე-13 ადგილზე გადმოინაცვლა კვლავ „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 3.4 პუნქტით (72.6 ქულიდან 76 ქულამდე); მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ („The Global Competitiveness Index“) მიხედვით საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 137 ქვეყანას შორის 8 პოზიციით შემცირდა და 59-ე ადგილიდან 67-ზე (4,28-იანი ქულით) გადაინაცვლა. „Transparency International“-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2016 წელს „კორუფციის აღქმის ინდექსში“ („Corruption Perception Index“) საქართველოს რეიტინგი 4 ადგილით გაუმჯობესდა და 176 ქვეყანას შორის 48-ე ადგილიდან 44-ე ადგილზე გადმოინაცვლა (100-ქულიან შკალაზე 57 ქულით);
ცდომილების მაჩვენებელი - გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში, ქვეყნის რეიტინგსა და შესაბამისად რეიტინგის რიგ კომპონენტებში საქართველოს მდგომარეობის შემცირება განპირობებულია ამავე კომპონენტების სარეიტინგო ქულების მცირედი ცვლილებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კომპონენტების უმეტესი ნაწილის შეფასება არ ეყრდნობა ოფიციალურ მონაცემებს და ეფუძნება რესპონდენტთა სუბიექტურ შეხედულებებსა და ინდივიდუალურ აღქმას.
2. საბაზისო მაჩვენებელი - შექმნილია რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პროექტზე. მიმდინარეობს მუშაობა საპენსიო რეფორმაზე რეგულირების გავლენის შეფასების მიზნით;
მიზნობრივი მაჩვენებელი - საკანონმდებლო ინიციატივებზე მარეგულირებელი გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტების მომზადება;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ პროექტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მომზადდა რეგულირების გავლენის შეფასების ანგარიში.
3. საბაზისო მაჩვენებელი - დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღებასთან დაკავშირებით და შეთანხმების პროექტი მომზადდა ხელმოსაწერად. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული ნაწილის (DCFTA) განხორციელების 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით მომზადებულია წლიური ანგარიში;
მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალი პრეფერენციული რეჟიმების განვითარება; ექსპორტის სტრუქტურული გაუმჯობესება;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - რატიფიცირებულ იქნა საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამოქმედდა ნორვეგიასა და ისლანდიასთან; ხელმოწერილ და რატიფიცირებულ იქნა საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის პირველი იანვრიდან; 2017 წელს ექსპორტი გაიზარდა 29.1%-ით; ექსპორტის სტრუქტურაში გამოჩნდა ახალი საექსპორტო პოზიციები: ხილის ჯემები, სამგზავრო ჩანთები, იატაკის საფარები, გრაფიტი და ა.შ.;
4. საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივის მიხედვით ქვეყნის ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმის (NEEAP) მომზადება და მიმდინარეობს საყოფაცხოვრებო მოწყობილობების მიერ ენერგიის მომხმარების აღმნიშვნელი მარკირების კანონმდებლობის შემუშავება და დანერგვა;
მიზნობრივი მაჩვენებელი - ქვეყნის ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმის (NEEAP) განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროდუქციის მარკირების კანონმდებლობის დანერგვა;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მომზადდა 2 პროექტი: ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა (NEEAP) და კანონპროექტი „საქართველოს კანონი „შენობების ენერგოეფექტურობი შესახებ“. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების და სხვა დოკუმენტაციის ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან, რისი ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ აიღო ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერით.
5. საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს კაპიტალის ბაზრის განვითარება და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება;
მიზნობრივი მაჩვენებელი - ლიკვიდური და რელურად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზრის შექმნა და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მომზადდა კანონის პროექტები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და „კერძო დაგროვებითი საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“. აგრეთვე მომზადდა დაგროვებითი საპენსიო სისტემის და საპენსიო სააგენტოს ჩამოყალიბების დეტალური სამოქმედო გეგმა (დოკუმენტი). შემუშავდა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონმდებლობის პირველადი ვერსია.
6. საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით საქართველოში საკმარისად არ არის განვითარებული თანამედროვე ლოგისტიკური სერვისები;
შენიშვნა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაზუსტდა საბაზისო მაჩვენებელი;
მიზნობრივი მაჩვენებელი - ლოგისტიკური სერვისების განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა საქართველოს ტერიტორიის გავლით;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - დამტკიცდა ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია, შერჩეულია ინვესტორი თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტებზე.
7. საბაზისო მაჩვენებელი - მომზადებულია გასაფორმებლად ორმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმებები (საავტომობილო, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტი) და აგრეთვე, მრავალმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმებები („ბალტიის ზღვა - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ შეთანხმება“ და „სატრანზიტო ვაჭრობის და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“);
შენიშვნა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაზუსტდა საბაზისო მაჩვენებელი;
მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელს შეთანხმებების გაფორმება;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2017 წელს ხელი მოეწერა 1 მრავალმხრივ შეთანხმებას სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება), საავტომობილო სფეროში 1 ორმხრივ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას (თურქმენეთი) და სამოქალაქო ავიაციის სფეროში 2 ორმხრივ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას (ინდოეთი, ბელარუსი).
8. საბაზისო მაჩვენებელი - შემუშავებულია 2 მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა, 7 ქალაქის და 10 სოფლის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; გრძელდება მუშაობა ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმების, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებაზე. მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სივრცითი მოწყობის სქემების შემუშავების ხელშეწყობა;
მიზნობრივი მაჩვენებელი - ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმების, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებაზე მუშაობის გაგრძელება;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - დასრულდა იყალთოს ხევისა და ბახმაროს ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციაზე მუშაობა; დასრულდა და საქართველო მთავრობის სხდომაზე წარსადგენად მზადდება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია; დასრულდა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციაზე: 4 მუნიციპალიტეტისათვის (მესტია, ახმეტა, ონი, ამბროლაური, 2 დასახლებისათვის (ზემო ალვანი და ქვემო ალვანი) და 28 სოფლისათვის (ჭოლაში, არცხელი, ზარდალში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჯაბეში, ჟაამუში, ღვებრა, ჩვაბიანი, ცალდაში, ომალო, დართლო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა, უწერა, მრავალძალი, კურორტი შოვი, ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესი და შაორის ტურისტულ - სარეკრეაციო კომპლექსი).
9. საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს ჰარმონიზებული ტექნიკური რეგლამენტების ევროკოდების თარგმნა. ევროკოდების თარგმნის სარედაქციო კოლეგიის მიერ განხორციელდა 5 ევროკოდის თარგმნა ქართულ ენაზე (ინგლისურ-ქართული გლოსარიუმის შედგენა 5 ევროკოდისათვის - სულ 126 გვერდი; ინგლისურ-ქართული გლოსარიუმის შედგენა EN 1993-ისათვის („ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება“) - სულ 32 გვერდი; ევროკოდი 0 „კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები"-87 გვერდი; ევროკოდი 1 ,,ზემოქმედებები კონსტრუქციებზე“- 762 გვერდი; ევროკოდი 2 ,,ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება“- 440 გვერდი; ევროკოდი 7 „გეოტექნიკური დაპროექტება" - 338 გვერდი; ევროკოდი 8 „სეისმომედეგი კონსტრუქციები დაპროექტება" - 636 გვერდი). ნათარგმნი ევროკოდების ეროვნული დანართები შემუშავებულია;
მიზნობრივი მაჩვენებელი - ევროკოდების თარგმნა: ევროკოდი 3 „ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება"- 398 გვერდი; ევროკოდი 4 „ლითონისა და ბეტონის შერეული კონსტრუქციების დაპროექტება"- 330 გვერდი; ევროკოდი 5 „ხის კონსტრუქციების დაპროექტება"- 221 გვერდი; ევროკოდი 6" ქვის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება"- 1 გვერდი; გლოსარიუმის შედგენა ევროკოდ 4-ის, 5-ის, 6-ისა და 9-ისათვის. სამი ევროკოდის ეროვნული დანართების შემუშავება;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - გადათარგმნილია ევროკოდი 3: ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება - 532 გვერდი; დარედაქტირდა ევროკოდი 8-ის „სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება“ - 375 გვერდი.
ცდომილების მაჩვენებელი - ევროკოდი 3 „ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება"- გეგმასთან შეფარდებით შესრულდა 133,7%-ით. პრიორიტეტულობიდან გამომდინარე განხორციელდა ევროკოდი 8-ის (,,სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება“) ნაწილების დარედაქტირება - 375 გვერდი და დაწყებულია მუშაობა ევროკოდი 8-ის (სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება) ეროვნული დანართის შემუშავების მიმართულებით, რომლის მიმდინარეობისას პარალელურ რეჟიმში განხორციელდება სხვა ევროკოდების ეროვნული დანართების ნაწილების შემუშავება.
10. საბაზისო მაჩვენებელი - განხილულია სარეკრეაციო ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I და II სტადიაზე 277 პროექტი;
მიზნობრივი მაჩვენებელი - სარეკრეაციო ტერიტორიაზე სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მშენებლობების მოწესრიგება;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - სარეკრეაციო ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I და II სტადიაზე წინა წელთან შედარებით განხილულია 586-ით მეტი პროექტი.
11. საბაზისო მაჩვენებელი - შეძენილია მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) მიერ შემუშავებული ტექნიკური სტანდარტების სრული პაკეტი. ქვეყანაში არ არსებობს საგანგებო სიტუაციების დროს ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და საშუალებების ოპერატიულ-ტექნიკური მართვის ეროვნული სისტემა;
მიზნობრივი მაჩვენებელი - საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მომზადება და ელექტრონული კომერციის პლატფორმის მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; საინფორმაციო და ელექტრონული კომუნიკაციების თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის მომზადება; ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ახალი საინფორმაციო და საფოსტო სივრცის ჩამოყალიბების კონცეფციის შემუშავება;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - შემუშავებულია საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“; შემუშავებულია საფოსტო სფეროს საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა; ევროკომისიის და მსოფლიო ბანკის დახმარებით დაწყებულია პროექტი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად; დაწყებულია მოლაპარაკებები ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ევროპა-აზიის დამაკავშირებელი საინფორმაციო სუპერ მაგისტრალის ფორმირებაზე;
12. საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა 6 ძირითად მიმართულებით: საცხოვრებელი, საოფისე, სასაწყობე, სასტუმროების, საცალო ვაჭრობისა და გასართობი ბაზრების მიმოხილვა. დამზადებულია საინვესტიციო ბროშურები. შემუშავდა ინდიკატორები და სამუშაოს აღწერილობა კონსულტანტი კომპანიისთვის, რომელიც განახორციელებს სექტორის შესწავლას. კვლევა მომზადებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
მიზნობრივი მაჩვენებელი - საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა; პოტენციური საჯარო/კერძო პარტნიორობის იდენტიფიცირება, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა; კონკრეტული სექტორების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება; დაინტერესებული პირების ინფორმირება, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას; იდენტიფიცირებულ პრიორიტეტულ სექტორში პრიორიტეტული სექტორის განვითარება;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ორგანიზება გაეწია 12-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებას, შედგა 80-მდე პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრა;
ცდომილების მაჩვენებელი - 2017 წლის აგვისტოსტოდან, დეპარტამენტში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, გარკვეული ფუნქციების შესრულება გახდა შეუძლებელი, მათ შორის: უძრავი ქონების ბაზრის კვლევის განახლება, საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება, იდენტიფიცირებულ პრიორიტეტულ სექტორში პრიორიტეტული სექტორის განვითარება, კონკრეტული სექტორების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება.