Find program results

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (24 15)

Allocated 0 c

Program implementer

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

Program description

„საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ’’ (ECAA) შეთანხმების გათვალისწინებული რეგულაციებისა და დირექტივების ქართულ საავიაციო კანონმდებლობაში ასახვა; ...

„საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ’’ (ECAA) შეთანხმების გათვალისწინებული რეგულაციებისა და დირექტივების ქართულ საავიაციო კანონმდებლობაში ასახვა; საქართველოს საავიაციო დარგისათვის პრიორიტეტული რეგულაციებისა და დირექტივების განსაზღვრა, მათი დანერგვის დროში გაწერა, სამართლებრივი ანალიზი და ამ მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება; ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) რეგლამენტების (PART 145, PART M, PART 147 და PART 66) დანეგრვა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად მაკორექტირებელი ღონისძიებების ამუშავება; ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების გადამზადება.

ევროპულ მარეგულირებელ აქტებთან ჰარმონიზებული და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი საავიაციო კანონმდებლობა; დანერგილი უსაფრთხოების ევროპული სტანდარტები, მგზავრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, პროცედურების გამარტივება, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ICAO-ს კონვენციის, მისი დანართებისა და შესწორებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანილი საქართველოს საავიაციო კანონმდებლობა
·      სრულად დაინერგა ევროკავშირის 3 რეგულაცია: ü  „უბედური შემთხვევებისას ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის შესახებ" საბჭოს 1997 წლის 9 ოქტომბრის № 2027/97 რეგულაცია; ü  „ავიაგადამზიდველებისთვის და საჰაერო ხომალდის ოპერატორებისთვის სადაზღვევო მოთხოვნების შესახებ" ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 21 აპრილის № 785/2004 რეგულაცია; ü  „ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაზიდვების წარმოების წესის შესახებ" ევროპარლამენტის 2008 წლის 24 სექტემბრის №1008/2008 რეგულაცია; ·      „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის" დამტკიცების შესახებ რეგულაცია განახლდა ევროკავშირის ახალი 376/2014 რეგულაციის საფუძველზე; ·      ამოქმედდა ერთიანი ევროპულ საჰაერო ცისათვის ფრენის წინა მზადების ფაზაში ფრენის გეგმებისათვის მოთხოვნების და პროცედურების შესახებ კომისიის 2006 წლის 4 ივლისის 1033/2006 რეგულაციის შესაბამისად გამოცემული სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N113-ე ბრძანების „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების" მე-5 თავი; ·      ნაწილობრივ დაინერგა 1 რეგულაცია - კომისიის 2009 წლის 18 დეკემბრის N1254/2009 რეგულაციასთან დაახლოება, რომელიც აწესებს კრიტერიუმს წევრი სახელმწიფოებისათვის სამოქალაქო ავიაციის უშიშროების ერთიანი ძირითადი სტანდარტების უგულვებელყოფისა და უშიშროების ალტერნატიული ღონისძიებების მიღების უფლების მისაცემად (ნაწილობრივ ასახულია ეროვნულ ნორმატიულ აქტებში. ასევე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილება, რის მიხედვითაც სააგენტოს დირექტორს გარკვეულ შემთხვევებში მიენიჭა გამონაკლისის დაშვების უფლებამოსილება); ·      შემუშავდა ნორმატიული აქტის 4 პროექტი: „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესი"; „ეკიპაჟის წევრების და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესები“; „საჰაერო ხომალდების საწაფის სერტიფიცირების წესი" და მთავრობის დადგენილების პროექტი „2150/2005 ევროკომისიის 2005 წლის 23 დეკემბრის საჰაერო სივრცის მოქნილად გამოყენების საერთო წესების დადგენის შესახებ” რეგულაციის საფუძველზე; ·      ეროვნულ კანონმდებლობაში დაინერგა სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის 2 დანართი (მე-4 და მე-5), შემუშავდა 4 პროექტი (მე-10, მე-11, მე-14 და მე-15 დანართები); ·      დამტკიცდა უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების 1 რეგულაცია; ·      ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოში საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების დონის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ICAO-ს პარიზის ბიუროს დირექტორისაგან გადაეცა სერტიფიკატი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - იდენტიფიცირებულია და დანერგილია 5 ერთეული რეგულაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელს დაინერგება/განახლდება 30 რეგულაცია; 2018 - 52 რეგულაცია; 2019 - 72 რეგულაცია; 2020 - 87 რეგულაცია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-10%; შესაძლო რისკები - რეგულაციების დანერგვის ვადების დაუცველობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - გადამზადებულია 31 ერთერული ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი; მიზნობრივი მაჩვენებელი - უსაფრთხო აერნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით ინსპექტორების გადამზადება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2-3%; შესაძლო რისკები - სამიზნე ჯგუფების დაბალი აქტივობა
1. საბაზისო მაჩვენებელი - იდენტიფიცირებულია და დანერგილია 5 ერთეული რეგულაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელს დაინერგება/განახლდება 30 რეგულაცია; 2018 - 52 რეგულაცია; 2019 - 72 რეგულაცია; 2020 - 87 რეგულაცია; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2017 წელს დაინერგება/განახლდება 5 რეგულაცია; ცდომილების მაჩვენებელი - დაგეგმილ და მიღწეულ შედეგებს შორის ცდომილება გამოწვეულია დასანერგი რეგულაციების რაოდენობით, სირთულით და შესაბამისი კადრების ნაკლებობით.  2. საბაზისო მაჩვენებელი - გადამზადებულია 31 ერთერული ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი; მიზნობრივი მაჩვენებელი - უსაფრთხო აერნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით ინსპექტორების გადამზადება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - გადამზადებული ინსპექტორების რაოდენობაა 32 ერთეული.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022