რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ...
რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ქვეყნის მდგრადი რეგიონული განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნის, რეგიონული განვითარების დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავების, რეგიონული განვითარების დაგეგმვისა და ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარების საკითხების მარეგულირებელი ჩარჩო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და განხორციელება; დეცენტრალიზაციის პოლიტიკის შემუშავება; ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში წინადადებების შემუშავება; სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სექტორებსა და დარგებში დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინაცია; მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის გაგრძელება; საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტებში სოციალური გარემოსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის დანერგვა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოებრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კოორდინაცია; საქართველოს მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებისა და გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია; საქართველოში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობასთან, მართვასთან და დახურვასთან, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასთან და მართვასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრა და გადაწყვეტა; უფლებამოსილების ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის ხელშეწყობა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022