პროგრამის მიზანია სამართლებრივი აქტების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნება და სისტემატიზაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას. ...
პროგრამის მიზანია სამართლებრივი აქტების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნება და სისტემატიზაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას და შემდგომ ანგარიშგებასთან დაკავშირებული ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის ქართულ ენაზე თარგმნას, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის/კანონპროექტების ინგლისურ ენაზე თარგმნას. გარდა ამისა „SDL Trados Studio“-ს სერვერზე, რომელიც წარმოადგენს ე. წ. მთარგმნელობით მეხსიერებას (TM) და ერთიან ტერმინოლოგიურ ბაზას (TB), მუდმივად მოხდება ახალი ტერმინების დამუშავება და განახლება, გამოიცემა იურიდიული ტერმინოლოგიური ლექსიკონი. პროგრამის ფარგლებში დაინტერესებული პირებისა თუ მიზნობრივი ჯგუფების პროფესიული საქმიანობისა და საინფორმაციო მიზნებისათვის გამოიცემა სხვადასხვა ნორმატიული აქტების, წიგნებისა და იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური ვერსიები. ამისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სტამბა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022