გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დარჩენილ წევრ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; ...
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დარჩენილ წევრ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეუფერხებელი ფუნქციონირება და დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე საგნობრივი დისკუსიების გამართვა; ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაცია; 2017 წლის განმავლობაში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა; საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპელემენტაცია და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება; საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ინტენსიფიკაცია; ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება. ნატო-ს შემდგომ სამიტზე მოკავშირეების მხრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის დაფიქსირება; ნატო-საქართველოს „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განხორციელების ხელშეწყობა; ნატო-ს წევრ ქვეყნებთან აქტიური პოლიტიკური კონსულტაციების წარმოება; წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების სათანადოდ წარმოჩენა. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარება და ინტენსიფიკაცია; საერთაოშიროსო ორგანიზაციების ფარგლებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მათი როლის გაძლიერების მიზნით; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ომით დაშორიშორებულ საზოგადობებს შორის ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების მიზნით; საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა და წარმომადგენლობითობის გაზრდის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კამპანიების წარმოება; საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უცხო ქვეყნების ბიზნეს-სუბიექტების მიერ უკანონო საქმიანობისა და კონტაქტების დამყარების პრევენცია; აშშ-სთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება დემოკრატიისა და მმართველობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების მიმართულებებით; სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ოთხივე მიმართულებით დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელება და ახალი პროექტების დაგეგმვა; აშშ-ის მხარდაჭერისა და დახმარების ზრდა;საქართველოსა და აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ეფექტური კომუნიკაცია; აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნეს წრეებთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან და კვლევით ორგანიზაციებთან მჭიდრო და ქმედითი თანამშრომლობა; მუშაობის გაგრძელება მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის ფარგლებში, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მომავალში გაფორმების მიზნით; ინტენსიური მუშაობა აშშ-ის მხარდაჭერის გასაძლიერებლად თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებში. ექსპორტის მხარდაჭერა; უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და სტიმულირება; სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში მრავალმხრივი თანამშრომლობა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება; ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიების გამართვის მეშვეობით; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან (WTO, OECD, WIPO, ILO, IMO, WMO, WHO, WCO, ICAO, ITU, ITC, BSEC, UNECE, UNDP, UNCTAD, UNEP, UNIDO, ESCAP, ECOSOC, FAO, IFAD, UNWTO, EBRD, IMF, ADB, AIIB) თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოება, საერთაშორისო არენაზე საქართველოს ობიექტურად და პოზიტიურად წარმოჩენა, გარე სამყაროსათვის ქვეყნის სრული პოტენციალის ეფექტიანად დემონსტრირების გზით; საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენა, როგორც მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურის მქონე ქვეყნის, რომელიც ევროპული კულტურული სივრცის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს; საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში საქართველოს მეტი ჩართულობის ხელშეწყობა; ძალისხმევის განხორციელება, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებისა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების ხელშეწყობის მიმართულებით; სამინისტროს მიერ მცირებიუჯეტიანი პროექტების თანადაფინანსება, განხორციელება; საქართველო-გერმანიის წლის 2017 აღნიშვნა; საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, მათი რესტავრაცია/კონსერვაციის მიზნით ერთობლივი პროექტების შემუშავების ხელშეწყობა;აქტიური თანამშრომლობა გაერთიანებული ერების განათლების, კულტურის და მეცნიერების ორგანიზაციასთან (UNESCO). იუნესკოს მმართველ და დამხმარე ორგანოების, ასევე კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობა; თანამშრომლობა ფრანკოფონიასთან, CPLP-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან; განათლების, კულტურისა და მეცნიერების პრიორიტეტულ სფეროებში იუნესკოს დაფინანსებითა და ხელშეწყობით პროექტების გახორციელება;იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან (UNESCO WHC) თანამშრომლობა. საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული პრობლემატიკის მოგვარების ხელშეწყობა. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების, როგორც ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორის, პოპულარიზაცია და ახალი ძეგლების ნომინირების პროცესის ხელშეწყობა;მუშაობა UNESCO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში აქტიურად ჩართვის მიზნით. საზღვარგარეთ საკონსულო სამსახურების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირება; სამართლებრივი ბაზის დახვეწა და საკონსულო სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავება; საკონსულო საქმიანობის განხორციელების/ გადაფარვის არეალის გაზრდა; საქართველოს მოქალაქეთათვის საზღვარგარეთ თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოება