Find program results

საერთაშორისო ოპერაციები (29 06)

Allocated 108.9 c

Program implementer

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

Program description

არსებული მექანიზმების საშუალებით ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულება და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატოს ეგიდით წარმოებულ მტკიცე მხარდაჭერის მისიასა (RSM) და ნატოს სწრაფი ...

არსებული მექანიზმების საშუალებით ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულება და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატოს ეგიდით წარმოებულ მტკიცე მხარდაჭერის მისიასა (RSM) და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობა; ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგისა და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - EUMAM RCA და უკრაინაში - EUAM UKR) მონაწილეობა.

შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლება, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა; შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებით ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობა.
·      საქართველოს შეიარაღებული როგორც ქვედანაყოფებით, ასევე ოფიცრების შემადგენლობით მონაწილეობდა ნატოსა და ევროკავშირის მისიებში, რის მეშვეობითაც 2017 წელს მისიებში მონაწილე ქვედანაყოფებმა აიმაღლეს ნატოსთან თავსებადობა; ·      ქვედანაყოფებმა და შტაბის ოფიცრებმა მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში, რამაც ქვეყანას ხელი შეუწყო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმატებით მონაწილეობენ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, ნატოს რეაგირების ძალებში და ევროკავშირის მისიებში; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს შეიარაღებული ძალების განსაზღვრული პოლიტიკის შესაბამისად მონაწილეობა ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, ნატოს რეაგირების ძალებში და ევროკავშირის მისიებში; შესაძლო რისკები - შესაძლოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ავღანეთის მისია არსებული სახით დასრულდეს და გაგრძელდეს სხვა სახით, ისევე როგორც ევროკავშირის მისიები
საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმატებით მონაწილეობენ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, ნატოს რეაგირების ძალებში და ევროკავშირის მისიებში; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს შეიარაღებული ძალების განსაზღვრული პოლიტიკის შესაბამისად მონაწილეობა ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, ნატოს რეაგირების ძალებში და ევროკავშირის მისიებში; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: ·      ამაღლდა შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობა, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებთან ინტეგრაცია, შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებით ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობით.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022