1. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის მარტის მდგომარეობით 74,4% პრაქტიკოსი მასწავლებელია დასაქმებული სკოლაში 25,2 % - უფროსი მასწავლებელი, 0,3 % - წამყვანი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - სქემაში უფროსი მასწავლებლების ხვედრითი წილი გაზრდილია დაახლოებით 15 %-ით, საგანჩაბარებული პრაქტიკოსი მასწავლებლების 70%-ს გავლილი აქვს ტრენინგ კურსის ზოგადი ნაწილი, ინდივიდუალური და/ან ჯგუფური კონსულტაციები ჩატარებულ იქნა შეფასების ჯგუფის წევრებისთვის (20 700 წევრი), მათ შორის 3 773 ფასილიტატორია;
მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - უფროსი მასწავლებლების ხვედრითი წილი გაზრდილია 10%-ით; შეფასების ჯგუფის წევრებისათვის (20 700 წევრი, მათ შორის 3 773 ფასილიტატორია) დაიგეგმა 2 შეხვედრა, თითოეულ შეხვედრას ესწრებოდა 17 000 -ზე მეტი მონაწილე, მათ შორის 3 100 ფასილიტატორი.
ცდომილების მაჩვენებელი (%/ აღწერა ) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - პრაქტიკოსი მასწავლებლის მხოლოდ 37% პროცენტი გავიდა გამოცდაზე და მათგან, მხოლოდ 7% გახდა უფროსი მასწავლებელი, ხოლო უფროსის სტატუსისათვის 19 კრედიტქულა მოაგროვა მხოლოდ 82 პედაგოგმა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა და პროფესიაში შემოსულმა უფროსი პედაგოგების ზრდამ ჯამში 15%-ის ნაცვლად შეადგინა 10%-ი („მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ შევიდა ცვლილება, კერძოდ პრაქტიკოსი მასწავლებლის „ზოგადი კურსი“ ამოღებული იქნა სქემიდან)
2. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის ბოლოს შემუშავებულია „პროფესიული განათლების მასწავლებლის, საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის რეგულირების შესახებ პროექტი“, მომზადებული და დამტკიცებულია შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც, ხორციელდება პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგები.
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - შემუშავებულია პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთიანი სისტემა. ზოგადპედაგოგიური კურსის პილოტირება სრულდება. პროფესიული განათლების მასწავლებელთა 15%-ს გავლილი აქვს ზოგადპედაგოგიური კურსი; პროფესიული განათლების მასწავლებელთა 30% დატრენინგებულია საწარმოში;
მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - შემუშავდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთიანი სისტემა. პროფესიული განათლების მასწავლებელთა 15%-მა გაიარა ზოგადპედაგოგიური კურსი, ხოლო 30%-მა გაიარა საწარმოში ტრენინგი;
3. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 2016 წლის მარტის მდგომარეობით დასაქმებულია 105 კონსულტანტ-მასწავლებელი და 149 დამხმარე მასწავლებელი. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლების მხოლოდ 5%-მდეა ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებებში ენობრივი ბარიერისა და მრავალფეროვანი პროფესიული რესურსების არარსებობის გამო;
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მიერ წარმოდგენილი „ქართული როგორც მეორე ენის“ მასწავლებლის ვაკანსიების დაახლოებით 90% შევსებულია პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლებით. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაახლოებით 70%-ში წარმოდგენილია პროგრამის დამხმარე მასწავლებელი. ადგილობრივი მასწავლებლების 20% ჩაერთვება პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულ ენის კურსებში; ადგილობრივი მასწავლებლების დაახლოებით 15%, წარმატებით ასრულებს ენის კურსს და პროფესიული უნარების ტრენინგს. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების დაახლოებით 30%-ს გავლილი აქვს საგნობრივი ტრენინგები მშობლიურ (აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ) ენაზე;
მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მიერ წარმოდგენილი „ქართული როგორც მეორე ენის“ მასწავლებლის ვაკანსიების დაახლოებით 40% შევსებულია პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლებით;
კონსულტანტ-მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის საფუძველზე შეირჩა მხოლოდ 6 კონკურსანტი, მათგან ერთმა უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე;
არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაახლოებით 70%-ში წარმოდგენილია პროგრამის დამხმარე მასწავლებელი, ადგილობრივი მასწავლებლების დაახლოებით 15% ჩართული იყო პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ენის კურსში დადგილობრივი მასწავლებლების დაახლოებით 15% წარმატებით დაასრულა პროფესიული უნარების ტრენინგი;
ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე
დაგეგმილი იყო ადგილობრივი მასწავლებლების 20%-ის ჩართვა პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ენის კურსებში, თუმცა მხოლოდ 15%-ის გადამზადება განხორციელდა, ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსების კომპონენტი გადავიდა სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მასწავლებლების ახალი ნაკადისთვის არ მომხდარა ენის შემსწავლელი კურსების შეთავაზება და არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების 30%-ს არ გაუვლია საგნობრივი ტრენინგები მშობლიურ (აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ) ენაზე.
4. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს ხელშეწყობით მიმდინარეობს VII და XII კლასის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა, პროფესიული განვითარების ფასილიტატორთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი ინტერვენციის დაგეგმვა. სამიზნე ჯგუფი განისაზღვრა 24 000 პირით; შემუშავდა მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების მოდელი; შექმნილია ტრენერთა მომზადების და სერტიფიცირების სისტემა; შეირჩა და სერტიფიცირება გაიარა 200-მა ტრენერმა; ლიდერობის აკადემიის პირველი დონის სამი მოდული გაიარა 1500 -მა საჯარო სკოლის დირექტორმა; ზოგადი პროფესიული უნარების პირველი მოდული გაიარა 7000 -მა მასწავლებელმა;
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ტრენინგს გაივლის 2 085 - მდე სკოლის დირექტორი და 9000 - მდე მასწავლებელი; სერტიფიცირების პროცესს გაივლის 100 -მდე ტრენერი;
მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - დირექტორთა და პროექტის ფასილიტატორთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ლიდერობის აკადემია I ფარგლებში ტრენინგი გაიარა საჯარო სკოლის არაქართულენოვანი დირექტორების 81%-მა (171); ლიდერობის აკადემია II ფარგლებში ტრენინგი გაიარა საჯარო სკოლის ქართულენოვანი დირექტორების 94%-მა (1 776) და პროექტის ფასილიტატორების (87%-მა (1 642), ასევე 2017 წელს ლიდერობის აკადემია 2-ის (მოდულები 3-5) ფარგლებში ტრენინგი გაიარა საჯარო სკოლის ქართულენოვანი დირექტორების 85%-მა (1 590) და პროექტის ფასილიტატორების 80% -მა (1 491);
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ზოგადპროფესიული კურსის 1-ლი მოდულის ფარგლებში ტრენინგი გაიარა VII და XII კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლების მეორე ნაკადის 80%-მა (8 771); მე-2 მოდულის ფარგლებში ტრენინგი გაიარა პირველი ნაკადის 82,3%-მა (7 264), მე-3 მოდულის ფარგლებში ტრენინგი გაიარა საბუნებისმეტყველო, ინგლისური ენისა და გეოგრაფიის ქართულენოვანი მასწავლებლების პირველი ნაკადის 82%-მა (7 209). საგნობრივი მოდულის ფარგლებში ტრენინგი გაიარა პირველი ნაკადის 90%-მა (6 709);
ტრენერთა სერტიფიცირების მიმართულებით სერტიფიცირებულია 446 ტრენერი.