Find program results

სამეცნიერო გრანტების გაცემისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა (32 05 01)

Allocated 104.4 c

Program implementer

სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Program description

სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა; ...

სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა; ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქვეყნის მატერიალური, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია; სართაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ხელშეწყობა; სამეცნიერო საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა; მეცნიერების პოპულარიზაცია.

კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნა; კვლევების მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაცია; კვლევებისა და უმაღლესი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა; ქართული სამეცნიერო წრეების საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ინტეგრაცია; ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ინტეგრირება; საერთაშორისო სტანდარტების მქონე უმაღლესი სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების შექმნის ხელშეწყობა; განვითარდება ქართული ენის ეროვნული კორპუსი, რაც ენის შესწავლის საქმეში შესაძლებელს გახდის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას; აღირიცხება და მოწესრიგდება ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ არსებული ნაკლებად შესწავლილი ან შეუსწავლელი დოკუმენტები, ხელოვნების ნიმუშები, ძეგლები; ხელი შეეწყობა ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესებასა და ჩართულობას ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებში და მის პოპულარიზაციაში; მოზარდების სამეცნიერო კარიერით დაინტერესება; სკოლებში სასწავლო პროცესში კვლევის ინტეგრაციის სტიმულირება; საზოგადოების დაინტერესება სასკოლო დონეზე კვლევების ხელშეწყობის თვალსაზრისით; საერთაშორისო კვლევით არეალში ქართველ მოსწავლეთა ჩართვის ხელშეწყობა; კვლევით პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვის გზით მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა.
·   გაიზარდა კვლევითი საგრანტო კონკურსების რიცხვი, მოდიფიცირდა პროექტების შეფასების კრიტერიუმები და კონკურსში მონაწილეობის პირობები, რამაც ხელი შეუწყო კვლევითი გარემოს კონკურენტუნარიანობის ზრდას; ·   საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტების შეფასებებში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და ფონდები, რამაც ხელი შეუწყო პროექტების შეფასებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; კვლევით პროექტებში შესაძლებელი გახდა უცხოელი/უცხოეთში მოღვაწე მეცნიერების ჩართვა ძირითადი პერსონალის სტატუსით და გაიზარდა საერთაშორისო კოლაბორაციითა და უცხოეთში კვლევითი ვიზიტების მიზნით დაფინანსებული პროექტების რაოდენობა, რამაც გააძლიერა ინტერნაციონალიზაცია; ·   დაფინანსდა სტრუქტურული სადოქტორო სკოლები გერმანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, რომელიც გააძლიერებს კვლევებისა და განათლების ინტეგრაციას. ·   დაფინანსდა საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის განვითარებას ქართული ენის კორპუსის დიგიტალიზაციის, ასევე საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული დოკუმენტების, ძეგლებისა და ხელოვნების შესწავლის პროცესში; ·   CERN, JINR DUBNA და H2020 საწევრო გადასახედების გადახდა, რაც ხელს უწყობს ქართველი მეცნიერების მონაწილეობას ამ ორგანიზაციების პროექტებსა და პროგრამებში; ·         ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ არსებული ნაკლებად შესწავლილი ან შეუსწავლელი დოკუმენტების, ხელოვნების ნიმუშების, ძეგლების აღრიცხვა-მოწესრიგების მიზნით დაფინანსდა პროექტები, ახალგაზრდა მეცნიერების სავალდებულო ჩართულობით; ·   „კვლევები სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით“ და „ლეონარდო და ვინჩის“ საგრანტო კონკურსების ფარგლებში დაფინანსდა პროექტები, რამაც ხელი შეუწყო სკოლის მოსწავლეებს შორის მეცნიერებისა და სამეცნიერო კარიერის პოპულარიზაციას; ·   გაიზარდა საუკეთესო მეცნიერის ჯილდოს მიმღებთა რაოდენობა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებისათვის ახალი ნომინაციების დამატების საფუძველზე, რამაც ხელი შეუწყო კონკურენტული კვლევის გარემოს შექმნას, ასევე კვლევების მიახლოვებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას; ·   გაიზარდა ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევაში ჩართულობის კუთხით, არამედ მოხდა მათი რესურსის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენება საექსპერტო საქმიანობაში.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2014-2015 წლებში დაფინანსდა 879 პროექტი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები; მიზნობრივი მაჩვენებელი - სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებში დაფინანსებული საგრანტო პროექტების რაოდენობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების შეთანხმების პროცესის შეფერხება; სამეცნიერო ტექნიკური ლიტერატურისათვის საჭირო უცხოენის ცოდნის არარელევანტური დონე 2 საბაზისო მაჩვენებელი - „ELSEVIER" მონაცემთა ბაზაში ჩართულია კონსორციუმში შემავალი 21 ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია 14 სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, 3 კვლევითი ცენტრი, 1 სამეცნიერო ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება
1.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი 2014-2015 წლებში დაფინანსდა 879 პროექტი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებში დაფინანსებული საგრანტო პროექტების რაოდენობა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებში დაფინანსდა 740 პროექტი. 2.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ,,ELSEVIER" მონაცემთა ბაზაში ჩართულია კონსორციუმში შემავალი 21 ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია 14 სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, 3 კვლევითი ცენტრი, 1 სამეცნიერო ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება. მიღწეული შუალედური შედეგების შეფასების ინდიკატორები ელექტრონული გამომცემლობა ELSEVIER BV-ის მონაცემთა ბაზაში ჩართულია 21 ინსტიტუციისგან შემდგარი კონსორციუმი (კონსორციუმში შედიან სახელმწიფო უნივერსიტეტები, შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, 3 კვლევითი ცენტრი, 1 სამეცნიერო ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი).

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022