Find program results

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება (35 03 04)

Allocated 12.6 c

Program implementer

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Program description

იმ დეფიციტური და პრიორიტეტული საექიმო სპეციალობების განსაზღვრა, რომლებში მზადებაც დაფინანსდება და აღნიშნულ სპეციალობებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობის განსაზღვრა; ...

იმ დეფიციტური და პრიორიტეტული საექიმო სპეციალობების განსაზღვრა, რომლებში მზადებაც დაფინანსდება და აღნიშნულ სპეციალობებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობის განსაზღვრა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებისთვისაც განხორციელდება მაძიებლების დაფინანსება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება მაძიებელთა შერჩევა პროგრამით განსაზღვრული „საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის წესის“ მიხედვით; სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

დიპლომისშემდგომ განათლებაზე (პროფესიულ მზადებაზე) ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა. მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სამედიცინო სერვისების შენარჩუნება და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა.
·      განისაზღვრება დეფიციტური და პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება, ასევე, აღნიშნულ სპეციალობებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობა;
1 საბაზისო მაჩვენებელი - დიპლომისშემდგომ განათლებაზე (პროფესიულ მზადებაზე) პროგრამაში ჩართული მაძიებლების რაოდენობა - 25 მაძიებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 60 მაძიებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - სერვისის კერძო მიმწოდებელთა ნაკლები დაინტერესება მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სერვისების შენარჩუნების კუთხით 2 საბაზისო მაჩვენებელი - მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სოფლის ექიმის ვაკანსიების რაოდენობა - 9 ერთეული; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემცირდება 8 ერთეულით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - ახალგაზრდების ნაკლები დაინტერესება სოფლის ექიმის პოზიციით 3 საბაზისო მაჩვენებელი - მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში სოფლის ექიმის ვაკანსიების რაოდენობა (რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დონეზე) - 22 ერთეული; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემცირება 8 ერთეულით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების მიუხედავად, მომზადებული კადრების გადინების შესაძლებლობა
1. საბაზისო მაჩვენებელი - დიპლომისშემდგომ განათლებაზე (პროფესიულ მზადებაზე) პროგრამაში ჩართული მაძიებლების რაოდენობა - 25 მაძიებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 60 მაძიებელი; მიღწეული მაჩვენებელი -პროგრამაში ჩართული მაძიებლების რაოდენობა 28; 2.საბაზისო მაჩვენებელი - მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სოფლის ექიმის ვაკანსიების რაოდენობა - 9 ერთეული; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემცირდება 8 ერთეულით; მიღწეული მაჩვენებელი - კურსი დასრულებული აქვს და სახელმწიფო სერტიფიკატი მოპოვებული აქვს 2 მაძიებელს, რომლებიც ჩაერთვებიან სოფლის ექიმის პროგრამაში (ვაკანსიების რაოდენობა შემცირდება 2 ერთეულით); 3.საბაზისო მაჩვენებელი - მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში სოფლის ექიმის ვაკანსიების რაოდენობა (რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დონეზე) - 22 ერთეული; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემცირება 8 ერთეულით; მიღწეული მაჩვენებელი - კურსი დასრულებული აქვს 3 მაძიებელს, რომელთაც მოიპოვეს სერტიფიკატი „გადაუდებელ მედიცინაში“ (ვაკანსიების რაოდენობა 2017 შემცირდა 3 ერთეულით). ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებაზე: ·         დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამა დამტკიცდა 2014 წლის ნოემბერში, რეზიდენტთა პირველი ნაკადი კი პროგრამაში ჩაერთო 2015 წლის თებერვლიდან. „საოჯახო მედიცინაში“ სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი. აქედან გამომდინარე, 2015 წელს პროგრამაში ჩართული მაძიებლები მზადებას დაასრულებენ 2018 წლის თებერვალში, ხოლო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება მათ მიეცემათ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ;

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022