ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია; ...
ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია; ელექტროენერგიის დამატებითი, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების, ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება; ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; არსებული წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, მოქმედი ინვესტორების საქმიანობის კოორდინაცია, აღნიშნულის ფარგლებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონოტორინგი, კომპანიების ყოველწლიური სამუშაო გეგმების და ბიუჯეტების განხილვა, შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი; ინვესტორებისაგან ყველა სახის ტექნიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება, სისტემატიზაცია, ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა; შავი ზღვის შელფის საქართველოს ნაწილზე ნახშირწყალბადების რესურსების ათვისების მიზნით პოტენციური ინვესტორების მოძიება; საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (იმერეთის, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, სამეგრელოს, რაჭის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის) გაზის გარეშე არსებული სოფლების გაზიფიცირება; ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება შესაბამის პერიოდებში პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის; ქარის, მზის და ბიომასის ელექტროსადგურების განვითარება;
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022