Find program results

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვა (38 07)

Allocated 101.6 c

Program implementer

სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

Program description

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად სააგენტოს მიერ სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის განხორციელება; ...

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად სააგენტოს მიერ სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის განხორციელება; რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების გენერატორების, რადიოაქტიური ნარჩენების, მათი მფლობელი ორგანიზაციების და პროფესიული დოზების უწყებრივი რეესტრის განახლება და მისი წარმოება; რადიოაქტიური ნარჩენების მართვა; საქართველოში გარემოს რადიაციული მდგომარეობის მონიტორინგი და კონტროლი; ბირთვული და რადიაციული ავარიის, ინციდენტის, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება; ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ავტორიზაცია; ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ინსპექტირების განხორციელების გზით.

მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან; რადიოაქტიური ნარჩენების გაუმჯობესებული მართვის სისტემა; ელექტროენერგიით, წყლით, ფიზიკური დაცვის სისტემითა და აღჭურვილობით მოწესრიგებული რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი და საცავი; შეფასებული გარემოს რადიაციული მდგომარეობა; მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაცული მოსახლეობა და გარემო; დაუსაბუთებელი დასხივებისგან დაცული სამედიცინო პერსონალი და პაციენტები.
მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან და სტანდარტებთან (მიღებული - 3 კანონქვემდებარე აქტი, 3 - კანონქვემდებარე აქტის პროექტი); რადიოაქტიური ნარჩენების გაუმჯობესებული მართვის სისტემა; ელექტროენერგიით, წყლით, ფიზიკური დაცვის სისტემითა და აღჭურვილობით მოწესრიგებულია რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი და საცავი (2 ლოკაცია); შეფასებულია გარემოს რადიაციული მდგომარეობა (სოფ. ანასეული (გურია), სოფ. სააკაძესთან არსებული რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მიმდებარე ტერიტორია); მოსახლეობა და გარემო დაცულია მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ; დაუსაბუთებელი დასხივებისგან დაცული სამედიცინო პერსონალი და პაციენტები (განხორციელებულია 107 ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციის ინსპექტირება).
1 საბაზისო მაჩვენებელი - დღემდე არ ხორციელდებოდა საქართველოს რეგიონებში რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში (ნიადაგში, ჰაერში, წყალში) არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობის გამო. მიმდინარე წელს დაიწყო საქართველოს რეგიონებში მონიტორინგის განხორციელება; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს რეგიონებში ეტაპობრივად (ყოველწლიურად მინიმუმ 3 ლოკაცია) განხორციელებული რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - მონიტორინგისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გაუმართაობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით არსებობს დაცული მცხეთის რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალიზებული საცავი და სააკაძის რადიოქტიური ნარჩენების სამარხი, მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაწყებულია, არ არის სრულყოფილად უზრუნველყოფილი შესაბამისი დაცვითი სისტემა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ინფრასტრუქტურულად გამართული, ფიზიკური დაცვის სისტემებით უზრუნველყოფილი რადიოაქტიური ნარჩენების 2 ლოკაცია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ტექნიკური ხასიათის შეფერხებები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოების განხორციელებაში 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის 04 იანვარს შეიქმნა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი, შეფასებული გარემოს რადიაციული მდგომარეობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%
1. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი დღემდე არ ხორციელდებოდა საქართველოს რეგიონებში რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში (ნიადაგში, ჰაერში, წყალში) არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობის გამო. მიმდინარე წელს დაიწყო საქართველოს რეგიონებში მონიტორინგის განხორციელება; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საქართველოს რეგიონებში ეტაპობრივად (ყოველწლიურად მინიმუმ 3 ლოკაცია) განხორციელებული რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი საქართველოს რეგიონებში სოფ. ანასეული (გურია), სოფ. სააკაძესთან არსებული სამარხის მიმდებარე ტერიტორია) გაზომილი რადიაციული ფონი და ნიადაგში განსაზღვრული რადიონუკლიდების კონცენტრაცია; 2. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი დღეის მდგომარეობით არსებობს დაცული მცხეთის რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალიზებული საცავი და სააკაძის რადიოქტიური ნარჩენების სამარხი, მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაწყებულია, არ არის სრულყოფილად უზრუნველყოფილი შესაბამისი დაცვითი სისტემა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი ინფრასტრუქტურულად გამართული, ფიზიკური დაცვის სისტემებით უზრუნველყოფილი რადიოაქტიური ნარჩენების 2 ლოკაცია; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ინფრასტრუქტურულად გამართული, ფიზიკური დაცვით, ცეცხლმაქრებით, წყალმომარაგებისა და სათვალთვალო სისტემებით აღჭურვილია რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების 2 ლოკაცია; 3. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი 2016 წლის 04 იანვარს შეიქმნა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი, შეფასებული გარემოს რადიაციული მდგომარეობა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი განხორციელებულია 107 ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციის ინსპექტირება; ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე გაცემულია 59 ლიცენზია, ლიცენზიის ფარგლებში გაცემულია 144 ნებართვა; გამოვლენილ დარღვევებზე შედგენილია 21 სამართალდარღვევის ოქმი; რეაგირება მოხდა 12 რადიაციულ ინცინდენტზე.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022