Find program results

მოსახლეობისა და საცხოვრისების საყოველთაო აღწერა (47 03)

Allocated 97.7 c

Program implementer

სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - საქსტატი

Program description

საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის 2013 წლის 2 აპრილს დამტკიცებული, საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამისა და სამოქმედო გეგმისა შესაბამისად განხორციელდება საქართველოს ...

საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის 2013 წლის 2 აპრილს დამტკიცებული, საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამისა და სამოქმედო გეგმისა შესაბამისად განხორციელდება საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება.

მოსახლეობის რიცხოვნობისა და მათი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა; ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების და საზოგადოების ინფორმირება; არსებული სიტუაციის შესწავლის, შეფასებისა და პროგნოზირების საფუძველზე ქვეყნის უახლესი ათწლეულის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული სტრატეგიის შემუშავება.
·      მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საველე სამუშაოებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე მომზადდა თემატური რუკები; ·      განახლდა მონაცემთა ბაზები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე. ·      მომზადდა ელექტრონული რუკები ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვადასხვა ტიპის თემატური რუკები პუბლიკაციებისათვის.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - აღწერის მონაცემთა სიზუსტე და მათი გამოყენება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამეცნიერო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მეწარმეებისა და მოქალაქეების მიერ
მიზნობრივი მაჩვენებელი - აღწერის მონაცემთა სიზუსტე და მათი გამოყენება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამეცნიერო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მეწარმეებისა და მოქალაქეების მიერ; მიღწეული მაჩვენებელი - მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგი გამოყენებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული პოლიტიკის განსაზღვრისთვის.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022