საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისათვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტულ სოციალურ ...
საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისათვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მონაწილეობით; სოციალური და ჯანდაცვითი პროექტების დაფინანსება, მათ შორის ერთჯერადი დახმარებების და ასევე, რეგულარული სოციალური შემწეობების/პროექტების დაგეგმვა/განხორციელება. ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე ბენეფიციარების მხარდაჭერა სახელმწიფო და მუნიციპალური დაფინანსების ლიმიტს ფარგლებს გარეთ მოხვედრილი თერაპიისა და დიაგნოსტიკის, ასევე ძვირადღირებული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მომსახურება საზღვარგარეთ დადასტურებული სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში. ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილი მოსახლეობისათვის ძვირადღირებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კომპონენტის უზრუნველყოფა სულ მცირე ორი მედიკამენტის (მაბტერის და ჰერცეპტინის) თანადაფინანსება, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტისათვის განსაკუთრებულად ძვირადღირებული მედიკამენტის ფასს. შეზღუდული შესაძლებლობებისა და იშვიათი დაავადებები მქონე ბავშვთა მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში ანტიეპილეფსიური მედიკამენტების, აუტიზმის აბილიტაციისა და შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის სერვისების თანადაფინანსებაში მონაწილეობა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022