ეფექტიანი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების სასამართლოებსა და არბიტრაჟებში ...
ეფექტიანი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების სასამართლოებსა და არბიტრაჟებში სახელმწიფო წარმომადგენლობა, სახელმწიფოსა და სახელმწიფო უწყებების მიერ გასაფორმებელი საერთაშორისო და კერძო ხასიათის (მრავალმილიონიანი ან/და საარბიტრაჟო ინსტიტუტის შემცველი) ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია; სამართლის ცალკეული დარგის განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სხვადასხვა პრიორიტეტული სფეროს განვითარების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სახელმძღვანელოს შემუშავება; ეროვნული კანონმდებლობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა; სახელმწიფო წარმომადგენლობა არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში კომერციულ და საინვესტიციო დავებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში სახელმწიფოთაშორის ან/და ინდივიდუალურ დავებზე; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა და მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინირება. ასევე, ეროვნულ სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე სამინისტროს ინტერესების დაცვა, ხოლო, ხელისუფლების დაწესებულებების წინააღმდეგ მიმართულ დავებში მონაწილეობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის გათვალისწინებით; სახელმწიფოსა და სახელმწიფო უწყებების მიერ გასაფორმებელი საერთაშორისო და კერძო ხასიათის (მრავალმილიონიანი ან/და საარბიტრაჟო ინსტიტუტის შემცველი) ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი შეფასება/ექსპერტიზა მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და შესაბამისი დასკვნის პროექტის მომზადება. ასევე, ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივი შეფასება მასში არსებული სამართლებრივი რისკების კონტექსტში და შესაბამისი დასკვნის პროექტის მომზადება; სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ყოველწლიური განახლება, წლიური პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება, სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების შემუშავება; ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ყოველწლიური განახლება, პროგრესის ანგარიშის და შესრულების შეფასების ანგარიშების მომზადება და გამოქვეყნება, ანტიკორუფციული კუთხით მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე (მათ შორის კანონპროექტებზე) მუშაობა; ეროვნულ დონეზე ღია მმართველობის პარტნიორობის საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმის − ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის საქმიანობის ხელშეწყობა; ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობის (თავმჯდომარეობა) უზრუნველყოფა; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა; ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი; ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022