საქართველოში დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია; ...
საქართველოში დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია; რისკჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება შემდეგი მიმართულებებით: ახალგაზრდების ფიზიკური, შემეცნებითი, გონებრივი, სოციალური და მოხალისეობრივი კულტურის განვითარება; დანაშაულის გამომწვევი რისკფაქტორების შემცირების მიზნით ბენეფიციარების ფსიქოსოციალური მდგომარეობის გაძლიერება, ყოფილი პატიმრების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური ტრენინგების/პროფესიული გადამზადების კურსების შეთავაზება და პოტენციურ დამსაქმებელთან რეკომენდაციების გაწევა; განრიდება-მედიაციის სფეროს ინსტიტუციური ჩარჩოს დახვეწა; საგრანტო პროგრამების საშუალებით დეფიციტური სერვისების მიწოდება და მათი შემდგომი განვითარება, არასრულწლოვნებში დანაშაულის პირველადი პრევენციის მიზნით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობის განვითარება და სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების დონის ამაღლება.
Rotate your device!