მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, ახალი სამომხმარებლო ბაზრების ათვისების და მომხმარებლის უხარისხო ღვინოპროდუქციისგან დაცვის მიზნით: ...
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, ახალი სამომხმარებლო ბაზრების ათვისების და მომხმარებლის უხარისხო ღვინოპროდუქციისგან დაცვის მიზნით: ქართული ღვინოპროდუქციის საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენების და პრეს ტურების მოწყობა; სპეციალიზირებული უცხოური ჟურნალებისათვის საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ სტატიების მომზადება-გამოქვეყნება; სარეკლამო რგოლების დამზადება და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით საჭირო სხვა ღონისძებების განხორციელება; ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე; ალკოჰოლიანი სასმელების სასერთიფიკაციო ან/და სერტიფიცირებული პარტიებიდან აღებული ნიმუშების შედარების უზრუნველსაყოფად ლაბორატორიული კვლევის ჩატარება; მევენახეობის კადასტრის დანერგვა; ვენახების ფართობების აღრიცხვა; საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი წიპწების და მერქნის შესწავლის ხელშეწყობა მოლეკულური გენეტიკის და ამპელოგრაფიის მეთოდებით და თანამონაწილეობა არქეოლოგიურ გათხრებში წიპწების მოპოვების მიზნით; მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების განხორციელება;
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022