Find program results

დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა (31 09)

Allocated 58.1 c

Program implementer

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო

Program description

დაცული ტერიტორიების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება (პატრულირება, კანონდაღვევების აღკვეთა), უკანონოდ შეღწევისა და სამართალდარღვევების აღკვეთის მიზნით ხერგილების და ბარიერების მოწყობა, დაცული ტერიტორიების ...

დაცული ტერიტორიების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება (პატრულირება, კანონდაღვევების აღკვეთა), უკანონოდ შეღწევისა და სამართალდარღვევების აღკვეთის მიზნით ხერგილების და ბარიერების მოწყობა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინფრასტრუქტურის აღდგენა და მოვლა-შენახვა; დაცული ტერიტორიების გაფართოება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიზნით; საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად; უნიკალური და იშვიათი ორგანული, თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების დაცვა მათი შენარჩუნების მიზნით; დაცულ ტერიტორიებზე პათოლოგიური კვლევების ჩატარება, დაზიანებული ფართობების დადგენა და მავნებლებთან ბრძოლის მიზნით შესაბამისი პრეპარატების შეძენა; დაცულ ტერიტორიებზე საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით ხანძრების სწრაფი პრევენციის განხორციელება; დაცულ ტერიტორიებზე არსებული საძოვრების ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენა, გამოყენება, შეფასება და მოსახლეობისათვის იჯარით გაცემა; ტყის ინვენტარიზაცია; საქართველოში დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის, ეკოტურიზმის განვითარების და ტურისტების მოზიდვა-დაინტერესების მიზნით საინფორმაციო ტურების ორგანიზება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, დაცული ტერიტორიების სარეკლამო და სააგიტაციო ღონისძიებების ჩატარება (საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფების, ექსპოზიციების მოწყობა ვიზიტორთა ცენტრებში); საზოგადოებაში ეკოლოგიური განათლების, ცნობიერების ამაღლების და საზოგადოების ცალკეული ჯგუფების გარემოსდაცვითი ქცევის გაუმჯობესების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება; ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით; ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს აღდგენისათვის და მის შესანარჩუნებლად; საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელია შემდეგი ორი კომპონენტის განხორციელებით: დაცული ტერიტორიების სისტემის შემოსავლების საკმარისი და პროგნოზირებადი დონის მიღწევით და დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანობისა და შესაძლებლობების გაზრდით.

დაცული და აღდგენილი ბუნებრივი ეკოსისტემები, ლანდშაფტები და ცოცხალი ორგანიზმები; დაცული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები და ველურ მცენარეთა გენოფონდი, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნები; ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვის და ეკოტურიზმისათვის შექმნილი ხელსაყრელი პირობები; აშენებული და მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ზოგიერთ ბუნების ძეგლზე. განვითარებული ეკოტურიზმი და დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურა; განვითრებული ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა გარემოსდაცვით აქტივობებში, მათი გაზრდილი შემოსავლები და გაუმჯობესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
·         დაცულია და შესაბამისად მიმდინარეობს ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ცოცხალი ორგანიზმების აღდგენა; ·         დაცულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები და ველურ მცენარეთა გენოფონდი, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნები; ·         ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, მიმდინარეობდა სამუშაოები ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვის და ტურიზმისათვის; ·         ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობამ ზეგავლენა მოახდინა დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობაზე; ·         აშენებული და მოწყობილი იქნა კინჩხას ჩანჩქერისა და ნავენახევის ბუნების ძეგლების და საწურბლიის მღვიმის ტურისტული ინფრასტრუქტურა, (რომელიც ექსპლუატაციაში შევა 2019 წლის ტურისტული სეზონისთვის); ·         მოწყობილი იქნა ალგეთის და ყაზბეგის ეროვნულ პარკებში ტურისტული ობიქტები; ·         სათანადოდ აღჭურვილი იქნა ინფრასტრუქტურა, განახლებული იქნა საველე შენობა-ნაგებობები, გაზრდილი იქნა თანამშრომელთა მოტივაცია და შესაძლებლობები; ·         დაცული ტერიტორიების მიმდებარედ აღდგენილი და განვითარებული იქნა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას გაეზარდა შემოსავლები და შესაბამისად გაუმჯობესდა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ამჟამად არსებობს 20 ტერიტორიული ადმინისტრაცია. 2017 წლის ბოლოს დასრულდება ნავენახევის, კინჩხასა და საწურბლიას ბუნების ძეგლებზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. იგეგმება რაჭისა და ერუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების შექმნა, რომლის მოწყობა და აღჭურვა განხორციელდება დონორის სახსრებით, ხოლო საჭირო თანამშრომელთა სახელფასო უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს სააგენტოს საბიუჯეტო სახსრებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - ნავენახევის, კინჩხასა და საწურბლიას ბუნების ძეგლებზე მოწყობილი ახალი ინფრასტრუქტურა. 2019 წელს შექმნილი და მოწყობილი რაჭისა და ერუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - - ხელშეკრულებით გათვალსიწინებული პირობების დაგვიანებით ან არაჯეროვნად შესრულება; ახლადშექმნილი ადმინისტრაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის არასაკმარისი საშტატო რესურსი 2 საბაზისო მაჩვენებელი - დაცული ტერიტორიების სააგენტო მართავს 364,0 ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიას 20 ტერიტორიული ადმინისტრაციის მეშვეობით. დაცულ ტერიტორიებზე უკანონო შეღწევების აღკვეთის პრევენციისათვის საჭიროა ხერგილებისა და ბარიერების ეტაპობრივად მოწყობა, ასევე დაცულ ტერიტორიებზე ხანძრის გავრცელების საშიშროების ლოკალიზების მიზნით საჭიროა ტერიტორიები აღიჭურვოს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით; მიზნობრივი მაჩვენებელი - 10 დაცულ ტერიტორიაზე მოწყობილი 110 ერთეული ხერგილი და ბარიერი,ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით აღჭურვილი დაცული ტერიტორიები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაგვიანებით ან არაჯეროვნად შესრულება 3 საბაზისო მაჩვენებელი - მავნებელ დაავადებათა გავრცელებისა და აგრესიულობის დონის დადგენის მიზნით, დეტალურ კვლევას საჭიროებს დაცულ ტერიტორიებზე არსებული წიწვოვანი ტყეები და ბზით დაფარული ტერიტორიები, სავარაუდო ფართობით 1 000 ჰა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებული მაჩვენებელი და ტყეების გაუმჯობესებული სანიტარული მდგომარეობა დაზიანებული ტყის ფართობის 80 %-ზე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დამოკიდებულია დაავადების გავრცელების ინტენსივობაზე; შესაძლო რისკები - მავნებელი მწერებისა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების ინტენსივობა, სხვადასხვა ანთროპოგენური ფაქტორების გამო ახალი (ინვაზიური) მავნებელი სახეობების გავრცელება საქართველოში. აქედან გამომდინარე, გაზრდილია ტყის ეკოსისტემების მასიური ხმობის რისკი 4 საბაზისო მაჩვენებელი - საჭიროა ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე ტყის ინვენტარიზაცია და ტყის მართვის გეგმის შემუშავება; უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ბორჯომ-ხარაგაულისა და თბილისის ეროვნული პარკების ტერიტორიაზე არ მომხდარა ტყის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შეფასება. ზოგიერთ უბანზე წარსულში ჭრების შედეგად ტყის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი არადამაკმაყოფილებელია; მიზნობრივი მაჩვენებელი - ჩატარებული ტყის ინვენტარიზაცია და მომზადებული ტყის მართვის გეგმები თბილისისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკებისთვის და დამატებით ერთი დაცული ტერიტორიისათვის; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დამოკიდებულია სატენდერო პროცედურებში ამ მიმართულებით მომუშავე ბაზარზე არსებული პირების ჩართულობაზე; შესაძლო რისკები - კვალიფიციური ტაქსატორების სიმცირე 5 საბაზისო მაჩვენებელი - დღეს არსებული მდგომარეობით დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობადობა დაბალია, საჭიროა ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალების გამოყენება საზოგადოებაში სამიზნე ჯგუფების მიხედვით; მოსახლეობის ჩართულობა (განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის) გარემოსდაცვით აქტივობებში არ არის საკმარისი; სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, არსებულ ზოგიერთ ვიზიტორთა ცენტრში არ არის მოწყობილი ვიზიტორთა საექსპოზიციო დარბაზები, რიგ დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ვიზიტორთა ცენტრებში საგამოფენო დარბაზები მოძველებულია და საჭიროებს განახლებას; მიზნობრივი მაჩვენებელი - განხორციელებული ღონისძიებების შედეგად (რეკლამების დამზადება და განთავსება, ეკოტურების მოწყობა და ვებრესურსის განახლება/შექმნა) პოტენციურ და რეალურ ვიზიტორთა ყოველწლიურად 20%-ით გაზრდილი რაოდენობა; მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი საპრომოციო მასალა, ადგილობრივი მოსახლეობის გაზრდილი ჩართულობა გარემოსდაცვით აქტივობებში; საშუალოვადიან პერიოდში გახსნილი 3 ახალი ვიზიტორთა ცენტრი და განახლებული არსებული 8 ცენტრი (მოწყობილი საინფორმაციო და საგამოფენო დარბაზები), შედეგად გაუმჯობესებული ვიზიტორთა მომსახურების ხარისხი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ტუროპერატორების მიერ ქვეყანაში შემოყვანილ ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება 6 საბაზისო მაჩვენებელი - დონორების დაფინანსებით (KFW, CNF) ხორციელდება ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა; 10 ადმინისტრაციის 246-მდე თანამშრომელი უზრუნველყოფილია სოციალური გარანტიებით; ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესწავლილია; მიზნობრივი მაჩვენებელი - დონორების დაფინანსებით (KFW, CNF) კეთილმოწყობილი დაცული ტერიტორიების 12 ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურა, სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფილი 10 ადმინისტრაციის თანამშრომლები; განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტები ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისათვის (ხიდების შეკეთების, სასტუმრო სახლების მოწყობის, ტრადიციული ხელსაქმის განვითარების ხელშეწყობა); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ცვლილებები დონორის პრიორიტეტებში
1.          საბაზისო მაჩვენებელი ·         ამჟამად არსებობს 20 ტერიტორიული ადმინისტრაცია. დასრულდა ნავენახევის, კინჩხასა და საწურბლიას ბუნების ძეგლებზე ახალი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები. იგეგმება რაჭისა და ერუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების შექმნა, რომლის მოწყობა და აღჭურვა განხორციელდება დონორის სახსრებით, ხოლო საჭირო თანამშრომელთა სახელფასო უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს სააგენტოს საბიუჯეტო სახსრებით; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         ნავენახევის, კინჩხასა და საწურბლიას ბუნების ძეგლებზე მოწყობილი ახალი ინფრასტრუქტურა. 2018 წელს შექმნილია რაჭისა და ერუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები. მიღწეული მაჩვენებელი ·         ნავენახევის, კინჩხასა და საწურბლიას ბუნების ძეგლებზე მოწყობილია ახალი ინფრასტრუქტურა, მომზადებულია 2 კანონპროექტი ახალი დაცული ტერიტორიების დასაარსებლად. 2.          საბაზისო მაჩვენებელი ·         დაცული ტერიტორიების სააგენტო მართავს 596.0 ათას ჰექტარს (ქვეყნის ტერიტორიის 8.55%) ტერიტორიას 20 ტერიტორიული ადმინისტრაციის მეშვეობით. დაცულ ტერიტორიებზე უკანონო შეღწევების აღკვეთის პრევენციისათვის საჭიროა ხერგილებისა და ბარიერების ეტაპობრივად მოწყობა, ასევე დაცულ ტერიტორიებზე ხანძრის გავრცელების საშიშროების ლოკალიზების მიზნით საჭიროა ტერიტორიები აღიჭურვოს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         10 დაცულ ტერიტორიაზე მოწყობილი 110 ერთეული ხერგილი და ბარიერი, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით აღჭურვილი დაცული ტერიტორიები; ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმის 2018 წლის მაჩვენებელი იგივეა; მიღწეული მაჩვენებელი ·         20 დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციისთვის შეძენილ იქნა სხვადასხვა სახის ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი (ბენზოხერხი, ბარი, თოხი, წერაქვი, ფოცხი, ცეცხლმაქრი ჩანთები და ა.შ საერთო რაოდენობით 450 ცალი), ასევე 2 კვადროციკლი წყლის ავზებითა და ტუბოებით; ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით აღჭურვილი დაცული ტერიტორიები, რისთვისაც 2018 წელს მიიმართა 166.0 ათასი ლარი; 3.          საბაზისო მაჩვენებელი ·         მავნებელ დაავადებათა გავრცელებისა და აგრესიულობის დონის დადგენის მიზნით, დეტალურ კვლევას საჭიროებს დაცულ ტერიტორიებზე არსებული წიწვოვანი ტყეები და ბზით დაფარული ტერიტორიები; სავარაუდო ფართობით 1 000 ჰა; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებული მაჩვენებელი და ტყეების გაუმჯობესებული სანიტარული მდგომარეობა დაზიანებული ტყის ფართობის 80 %-ზე; მიღწეული მაჩვენებელი ·         ყაზბეგისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკების ტერიტორიაზე ფერომონების განთავსების შედეგად აღნიშნული ეროვნული პარკების ტერიტორიაზე ტყეების სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესდა და მავნებლები შემცირდა 90%-ით; 4.          საბაზისო მაჩვენებელი ·         საჭიროა ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე ტყის ინვენტარიზაცია და ტყის მართვის გეგმის შემუშავება; უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ბორჯომ-ხარაგაულისა და თბილისის ეროვნული პარკების ტერიტორიაზე არ მომხდარა ტყის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შეფასება. ზოგიერთ უბანზე წარსულში ჭრების შედეგად ტყის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი არადამაკმაყოფილებელია; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         ჩატარებული ტყის ინვენტარიზაცია და მომზადებული ტყის მართვის გეგმები თბილისისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკებისთვის და დამატებით ერთი დაცული ტერიტორიისათვის; მიღწეული მაჩვენებელი ·         ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას დაქვემდებარებულ ნეძვის აღკვეთილში ჩატარებული ტყის ინვენტარიზაცია და მომზადებული ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმა; 5.          საბაზისო მაჩვენებელი ·         დღეს არსებული მდგომარეობით დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობადობა დაბალია, საჭიროა ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალების გამოყენება საზოგადოებაში სამიზნე ჯგუფების მიხედვით; მოსახლეობის ჩართულობა (განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის) გარემოსდაცვით აქტივობებში არ არის საკმარისი; სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, არსებულ ზოგიერთ ვიზიტორთა ცენტრში არ არის მოწყობილი ვიზიტორთა საექსპოზიციო დარბაზები, რიგ დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ვიზიტორთა ცენტრებში საგამოფენო დარბაზები მოძველებულია და საჭიროებს განახლებას; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         განხორციელებული ღონისძიებების შედეგად (რეკლამების დამზადება და განთავსება, ეკოტურების მოწყობა და ვებრესურსის განახლება/შექმნა) პოტენციურ და რეალურ ვიზიტორთა ყოველწლიურად 20%-ით გაზრდილი რაოდენობა; მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი საპრომოციო მასალა, ადგილობრივი მოსახლეობის გაზრდილი ჩართულობა გარემოსდაცვით აქტივობებში; საშუალოვადიან პერიოდში გახსნილი 3 ახალი ვიზიტორთა ცენტრი და განახლებული არსებული 8 ცენტრი (მოწყობილი საინფორმაციო და საგამოფენო დარბაზები), შედეგად გაუმჯობესებული ვიზიტორთა მომსახურების ხარისხი. ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: 3 დაცულ ტერიტორიაზე მოეწყობა ეკოტურისტული და ეკოსაგანმანათლებლო მნიშვნელობის საინფორმაციო ინფრასტრუქტურა; მიღწეული მაჩვენებელი ·         განხორციელებული ღონისძიებების შედეგად წინა წელთა შედარებით დაფიქსირდა ვიზიტორთა 16%-იანი ზრდა. საშუალოვადიან პერიოდში უკვე გახსნილია 2 ახალი ვიზიტორთა ცენტრი და განახლდა 4 არსებული ცენტრი (ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით 2018 წლის აღნიშნული მაჩვენებელი იგივეა). 6.          საბაზისო მაჩვენებელი ·         დონორების დაფინანსებით (KFW, CNF) ხორციელდება ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა; 10 ადმინისტრაციის 246-მდე თანამშრომელი უზრუნველყოფილია სოციალური გარანტიებით; ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესწავლილია; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         დონორების დაფინანსებით (KFW, CNF) კეთილმოწყობილი დაცული ტერიტორიების 12 ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურა, სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფილი 10 ადმინისტრაციის თანამშრომლები; განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტები ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისათვის (ხიდების შეკეთების, სასტუმრო სახლების მოწყობის, ტრადიციული ხელსაქმის განვითარების ხელშეწყობა); მიღწეული მაჩვენებელი ·         დონორების დაფინანსებით (KFW, CNF) განხორციელდა ყაზბეგისა და ალგეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა; ოცივე ადმინისტრაციის ყველა, 520-მდე თანამშრომელი უზრუნველყოფილია სოციალური გარანტიებით; 10 ადმინისტრაციის თანამშრომელი აღჭურვილია შესაბამისი უნიფორმით; განხორციელდა ცალკეული ღონისძიებები ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის;

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022