სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენის მიზნით მაღალი ხარისხის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხემცენარეების გამოყვანა; ...
სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენის მიზნით მაღალი ხარისხის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხემცენარეების გამოყვანა; მიწების ეროზიისა და გამოფიტვის პრობლემების, ასევე სხვადასხვა სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით, მაღალი ხარისხის ნერგების გამოყვანა და ქარსაფარი ზოლების აღდგენა-განაშენიანებისათვის, შესაბამისი სახეობების მაღალი ხარისხის ნერგების გამოყვანა; ქალაქების და დასახლებული პუნქტების პარკებისა და სკვერების გამწვანების მიზნით შესაბამისი დეკორატიული ხე-მცენარეების ნერგების გამოყვანა (როგორც ღია გრუნტში, ისე კონტეინერებში); ტყის ჯიშთა სარგავი მასალის გამოყვანისათვის ტრადიციული მეთოდისა (ღია გრუნტში) და ასევე კონტეინერული მეთოდის (სასათბურე მეურნეობაში) გამოყენება; საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი ადგილობრივი მოწყვლადი ორნიტოფაუნისა და იხტიოფაუნის წარმომადგენელთა სახეობების შენარჩუნების და გამრავლების ღონისძიებები; საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 56 დასახელების მცენარის ნერგების გამოყვანა, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფლორის იშვიათი სახეობების სადედე და პლიუსური ხეების მოძიება, თესლების, კალმების და ფესვის ნაბარტყის დამზადება; უცხოეთიდან შემოტანილი მაღალი ხარისხის სადედე კაკლისა და ნუშის ნერგებიდან აჭრილი კვირტების მეურნეობის მიერ გამოყვანილ ძირებზე დამყნობის ღონისძებები, შემდგომში მათი ადგილზე წარმოების მიზნით; ტყის ფართობების გასუფთავების და შეშის ალტერნატიული სათბობის შექმნის მიზნით ტყის მერქნული ნარჩენების გადამუშავება და საწვავი ბრიკეტების წარმოება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022