საჯარო სკოლებში სსსმ მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; ...
საჯარო სკოლებში სსსმ მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; სსსმ მოსწავლეთა მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლების, მშობლებისა და სხვა სპეციალისტების სისტემური ტრენინგებით უზრუნველყოფა; საჯარო სკოლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილი, რეპატრირებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, აგრეთვე სათემო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით მათში საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის სურვილის გაღვიძება; ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მიერ სსსმ მოსწავლეების შეფასება; საჯარო სკოლებისათვის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით მუშაობასთან დაკავშირებით; სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის განხორციელება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, საზაფხულო ბანაკის მოწყობა მიუსაფარი ბავშვებისთვის, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებისთვის, ხელმისაწვდომი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისთვის საგანმანათლებლო მოდელის განსაზღვრა; სკოლა-პანსიონების ბენეფიციარების უზრუნველყოფა სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022