იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიზნით სათანადო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან; ...
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიზნით სათანადო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან; ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების შეძენა ან/და მათთვის საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება; ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და შენახვა; საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება; რეპატრიანტის სტატუსის მქონე, ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა ფაქტობრივი რეპატრიაციის შემდგომ ადაპტაციისა და ინტერგაციის ხელშეწყობა; დევნილთა, ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა რაოდენობის დაზუსტება; არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ქონების კანონიერი მესაკუთრეებისთვის უფლებების აღდგენის მიმართულებით ღონისძიებების გატარება; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების ღონისძიებების ორგანიზება; ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის ცნობიერების ამაღლება ქართული ენის, კულტურის, ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის სფეროში.
Rotate your device!