Find program results

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (35 03 02)

Allocated 93.1 c

Program implementer

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

Program description

მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით, იმუნიზაციის, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა, აგრეთვე ისეთი ...

მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით, იმუნიზაციის, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა, აგრეთვე ისეთი გადამდები დაავადებების, როგორიცაა ტუბერკულოზი, მალარია, ვირუსული ჰეპატიტები, აივ-ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების კონტროლი და მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ღონისძიებების განხორციელება.

გადამდები და არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება; დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება; ტუბერკულოზით, აივ–ინფექცია/შიდსით და სხვა სოციალურად საშიში დაავადებებით ავადობის შემცირება და ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება; ვაქცინებით მართვადი ინფექციებით გამოწვეული ავადობის შემცირება; C ჰეპატიტის გავრცელების შემცირება.
·   გაუმჯობესებულია იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი; ·   ქვეყანაში გაუმჯობესებულია ინფექციური და პარაზიტული დაავადებების ეპიდზედამხედველობის სისტემა; ·   პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია გამოკვლეული დონორული სისხლისაგან დამზადებული სისხლის პროდუქტების უსაფრთხოება; ·   ტუბერკულოზის ინციდენტობა ქვეყანაში ხასიათდება კლების ტენდენციით; ·   აივ-ინფექცია/შიდსით და ტუბერკულოზით დაავადებული პირები უზრუნველყოფილნი არიან უფასო ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობით; ·   შენარჩუნებულია დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია; ·   ნარკომანიით დაავადებული პირები უზრუნველყოფილი არიან საჭირო სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებით, მ.შ, ჩამანაცვლებელი თერაპიით; ·   C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩაერთო 53.3 ათასზე მეტი ადამიანი. მკურნალობა დაასრულა 49.8 ათასზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დედათა სიკვდილიანობა 100 000 ცოცხლადშობილზე - 32.2; მიზნობრივი მაჩვენებელი - დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება5%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - ინფექციური დაავადებების გაუთვალისწინებელი ეპიდემია 2 საბაზისო მაჩვენებელი - ტუბერკულოზის პრევალენტობის საბაზისო მაჩვენებელი 96:100000 მოსახლეზე; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტუბერკულოზის პრევალენტობის მაჩვენებლის შემცირება წინა წელთან შედარებით 5%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - პაციენტთა დამყოლობის დაბალი მაჩვენებელი 3 საბაზისო მაჩვენებელი - C ჰეპატიტის აქტიური დაავადების პრევალენტობა მოზრდილთა შორის 5%; მიზნობრივი მაჩვენებელი - მაჩვენებლის შემცირება 15% წინა წელთან შედარებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის დაბალი მაჩვენებელი
1. საბაზისო მაჩვენებელი - დედათა სიკვდილიანობა 100 000 ცოცხლადშობილზე - 32.2; მიზნობრივი მაჩვენებელი - დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება - 5%-ით; მიღწეული მაჩვენებელი - დედათა სიკვდილიანობა 100 000 ცოცხლადშობილზე - 13.1 (2017 წელი), 23.0 (2016 წელი); 2. საბაზისო მაჩვენებელი - ტუბერკულოზის პრევალენტობის საბაზისო მაჩვენებელი 96:100 000 მოსახლეზე; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტუბერკულოზის პრევალენტობის მაჩვენებლის შემცირება წინა წელთან შედარებით 5%; მიღწეული მაჩვენებელი - ტუბერკულოზის პრევალენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე-78.5 (2017 წელი), 89.5 (2016 წელი); 3. საბაზისო მაჩვენებელი - C ჰეპატიტის აქტიური დაავადების პრევალენტობა მოზრდილთა შორის 5%; მიზნობრივი მაჩვენებელი - მაჩვენებლის შემცირება 15% წინა წელთან შედარებით; მიღწეული მაჩვენებელი - C ჰეპატიტის აქტიური დაავადების პრევალენტობა მოზრდილთა შორის 5%. ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: C ჰეპატიტის აქტიური დაავადების პრევალენტობის შეფასება განხორცილდება ელიმინაციის პროექტის დასრულებისას (2020).

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022