მოძებნე პროგრამის შედეგები

სახელმწიფო ფინანსების მართვა (23 01)

გამოყოფილია 95.65 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სახელმწიფო პრიორიტეტების დაფინანსება, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და საშუალოვადიან პერიოდში საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება;მაკროეკონომიკური ანალიზის და პროგნოზირების ...

სახელმწიფო პრიორიტეტების დაფინანსება, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და საშუალოვადიან პერიოდში საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება;მაკროეკონომიკური ანალიზის და პროგნოზირების გაუმჯობესება, მეთოდოლოგიის დახვეწა და მისი არეალის გაფართოება, გრძელვადიანი პროგნოზირების გაუმჯობესება, მაკროეკონომიკური განვითარების სცენარების მოდელირების სრულყოფა, ფისკალური რისკების მართვის და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება;დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების გაგრძელება, რათა შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებითი რესურსების მოზიდვა ქვეყნისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით;დამატებითი საინვესტიციო რესურსების მოზიდვის პარალელურად სახელმწიფო საგარეო ვალის კონტროლის გაგრძელება, რათა მან შეინარჩუნოს ხელსაყრელი ფინანსური პარამეტრები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მდგრადობას როგორც საშუალოვადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდშიც;შემუშავდება სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის დოკუმენტი, დაიხვეწება სახელმწიფო ვალის შესახებ კანონმდებლობა, გაძლიერდება ვალის მართვის ანალიტიკური ნაწილი;შესაბამისი სისტემის შექმნა პირობითი ვალდებულებების აღრიცხვისა და მართვისათვის;საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების გათვალისწინებით გაგრძელდება სხვადასხვა ვადის მქონე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას;საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება და საგადასახადო კოდექსის სრულყოფა, რაც გულისხმობს საგადასახადო ტვირთის თანაბარ განაწილებას გადასახადის გადამხდელებს შორის, მეწარმეთა მოთხოვნებისა და საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებას და გონივრული საგადასახადო განაკვეთების შემუშავებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და სამეწარმეო სტიმულის ამაღლებას;საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფა, რაც გულისხმობს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით ხელშეკრულებების არეალის გაზრდას, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით პრიორიტეტების განსაზღვრას და შეთანხმებების ინიცირებას ან არსებულ შეთანხმებებში ცვლილებების და დამატებების შეტანას იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური და საინვესტიციო ინტერესები;საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებების ინიცირება და მათი გაფორმების არეალის გაფართოება;საბაჟო კანონმდებლობის სფეროში არსებული კანონდარღვევების აღკვეთის მიზნით, საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების გაფორმება იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ინტერესები;გამჭვირვალობისა და საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ფარგლებში საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა;საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების შედგენა და მართვა;სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ზუსტი და ოპერატიული აღრიცხვა, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება, ბიუჯეტის ანგარიშგების ფორმების დახვეწა;რეფორმების გაგრძელება საბიუჯეტო პროცესის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების შემდგომი განვითარების მიზნით;შედეგზე ორიენტირებული დაგეგვის გაუმჯობესება და პროგრამული ფორმატის ბიუჯეტის აღსრულებისა და შესრულების ანგარიშგების სრულყოფა, როგორც სახელმწიფო, ისე ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო პროცესში;ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა, რაც გააუმჯობესებს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობასა და აღრიცხვიანობას;საჯარო ფინანსების კონსოლიდირებული მართვის გაუმჯობესება, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშების ანალიზის გათვალისწინებით;საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის შემუშავების გაგრძელება და საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვა;დაგეგმვისა და შესრულების ელექტრონული პროგრამის გაუმჯობესება, სახელმწიფო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა;პოლიტიკის ანალიზისა და სტრატეგიული დოკუმენტების შექმნის ერთიანი სტანდარტის და მეთოდოლოგიის შემუშავება, რეგულირებაზე ზემოქმედების შეფასების სისტემის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და მისი ანალიზის საფუძველზე საქართველოში მისი დანერგვა;გაგრძელდება მუშაობა შიდა კონტროლის სისტემის და შიდა აუდიტის სრულყოფილად ჩამოყალიბების მიმართულებით, მომზადდება შიდა კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, გაძლიერდება ჰარმონიზაციის ცენტრი და შეიქმნება შიდა აუდიტის შესაბამისი მეთოდოლოგია, მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება შიდა კონტროლის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერების, ისე დაწესებულების ხელმძღვანელებისათვის.

სახელმწიფო ვალის ეტაპობრივი შემცირება და დაბალი მაჩვენებლების შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას; ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, რაც საჭიროების შემთხვევაში დეფიციტის საშინაო წყაროებით დაფინანსების საშუალებას მოგვცემს; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მართვის გაუმჯობესება; საბიუჯეტო პროცესისა და სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის გამჭირვალობის ზრდა; სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და ანგარიშების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან; ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინერე დამატებითი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა.
·         სახელმწიფო ვალის პორტფელი ინარჩუნებს ხელსაყრელ ფინანსურ პარამეტრებს, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის მდგრადობას. სახელწიფო ვალი აკმაყოფილებს ვალის მდგრადობის ძირითად ინდიკატორებს; ·         ჩატარდა ფასიანი ქაღალდების აუქციონები; ·         სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე სრულად გადმოვიდა ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტები; ·         სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, ხაზინის ერთიან ანგარიშის სისტემაში სრულად მოექცა ადგილობრივი თვითმართველობები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები. აღნიშნული სუბიექტების შემოსულობების და გადასახდელების, ასევე ფულადი სახსრების ეფექტურად მართვის კუთხით ამოქმედდა PFMS-ის ახალი მოდულები და შეიქმნა სხვადასხვა ტიპის რეპორტები; ·         პრიორიტეტულ სახელმწიფოებთან შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების ინიცირება და გაფორმება;
კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესაბამის სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები ; საერთაშორისო სარეინტინგო კომპანიების შეფასებები ; ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების სტატისტიკური მაჩვენებლები ; ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების რაოდენობა
·         სახელმწიფო ვალმა წინასწარ ნომინალური მშპ-სთან მიმართებაში 41.5% შეადგინა, სახელმწიფო საგარეო ვალმა - 32.6%. იანვარ-დეკემბერში მთავრობის საგარეო ვალის მომსახურებამ ბიუჯეტის შემოსავლების წინასწარ მონაცემებთან მიმართებაში 6.1% შეადგინა; ·         საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებები („Standard & Poor’s“ და „Fitch“ „BB-“ სტაბილური რეიტინგი, „Moody’s“ - „Ba3 “ პოზიტიური რეიტინგი); ·         საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება; ·         ჩატარებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების 36 აუქციონი, გამოშვებული იყო 843.0 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები; ·         ძალაში შესული შეთანხმება შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ბელარუსის რესპუბლიკასთან, პორტუგალიასა და ისლანდიასთან.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019