მოძებნე პროგრამის შედეგები

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები (25 02)

გამოყოფილია 488396000 c

პროგრამის განმახორციელებლი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

პროგრამის აღწერა და მიზანი

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი შეიძინა. ვინაიდან სატვირთო გადაზიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ...

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი შეიძინა. ვინაიდან სატვირთო გადაზიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საავტომობილო გზები. საავტომობილო გადაზიდვებზე გაზრდილმა მოთხოვნილებამ განაპირობა არსებული გზების რეკონსტრუქციის, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება და ზოგ შემთხვევაში უსაფრთხო, ცენტრალური ქალაქების გვერდის ავლით, ახალი საგზაო მონაკვეთების მშენებლობის აუცილებლობა, რითაც გარკვეული ტერიტორიები გამოთავისუფლდება. ეს ტურიზმის განვითარების და ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობის საფუძველი იქნება. უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს საგზაო ქსელის საერთაშორისო საგზაო კომუნიკაციების სისტემაში ინტეგრირება, ქვეყნის საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, ავტოსატრანსპორტო დერეფნის განვითარება და საერთაშორისო სატრანზიტო კონკურენტუნარიანობის ზრდა, სახელმწიფოთაშორისო და რეგიონთაშორისო ავტოსაგზაო კავშირების გაუმჯობესება, მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის გაზრდა, ინტენსიური ავტომობილიზაციის დონესთან საავტომობილო საგზაო ქსელის განვითარების ტემპების შესაბამისობა.

ქვეყნის საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა და საქართველოს საგზაო ქსელის ჩართვა საერთაშორისო საგზაო კომუნიკაციების სისტემაში;საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოდერნიზირებული და რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა;მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; რაიონულ ცენტრებთან, ასევე ისტორიულ ძეგლებთან და ტურისტულ ადგილებთან გამარტივებული დაკავშირება.გადაადგილებისათვის საჭირო დროის შემცირება.
სატრანზიტო გადაზიდვების საერთაშორისო კოლიდორებში საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის კონკურენტურიანობის გაზრდა ; ავტოტრანსპორტის გადადგილების სიჩქარის გაზრდა, მგზავრობის დროის შემცირება, სატრანსპორტო დანახარჩების შემცირება ; გზებზე ავტოტრანსპორტის და მგზავრთა შეუფერხებელი, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება ; ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა ; საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის ნაკადების, მათ შორის სატრანზიტო ავტომობილების ინტენსივობის გაზრდა

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019