მოძებნე პროგრამის შედეგები

სახელოვნებო განათლების სისტემის ხელშეწყობა (33 03)

გამოყოფილია 112.14 c

პროგრამის განმახორციელებლი

საგანმანათლებლო დაწესებულებები ; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სახელოვნებო განათლების ღონისძიებების ორიენტირება როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე, ისე სახელოვნებო განათლების ...

სახელოვნებო განათლების ღონისძიებების ორიენტირება როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე, ისე სახელოვნებო განათლების სისტემის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერაზე, მათ შორის სასწავლო-შემოქმედებითი კუთხით პერსპექტიულ მოსწავლეთა, სტუდენტთა და საშემსრულებლო სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების სწავლის ხელშეწყობაზე, კონკურენტუნარიან გარემოში აღზრდაზე, ნიჭიერ მოსწავლეთა და ახალგაზრდა მეცნიერთა შემოქმედებით მხარდაჭერაზე, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერაზე, საბიბლიოთეკო ფონდებისა და კოლექციების დაცვა, შევსება-გამდიდრებაზე და სხვა.

საქართველოს სახელოვნებო საგანმანათლებლო სკოლის მიღწევების აღიარება საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებში და სხვა ფორუმებში მოპოვებული წარმატებებით; საქართველოს დიპლომებისა და ატესტატების მობილობა და ვალიდობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
·         ხელი შეეწყო საქართველოს სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტებს სამაგისტრო პროგრამის დაუფლებაში, სტუდენტების სწავლას საქართველოში და უცხოეთში. ·         კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა შემოქმედებითი კადრების მოღვაწეობა საზღვარგარეთ, საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობას და მათ მიერ მოპოვებული წარმატების, დიპლომებისა და პრიზების რაოდენობა.
კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა შემოქმედებითი კადრების მოღვაწეობა საზღვარგარეთ ; საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეთა და მათ მიერ მოპოვებული წარმატებების, დიპლომებისა და პრიზების რაოდენობა
·         სამაგისტრო პროგრამებს დაეუფლა საქართველოს 4 სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 43 მაგისტრანტი, დაფინანსდა რეგიონებიდან შერჩეული მუსიკალური მონაცემებით დაჯილდოებული 10 მოსწავლის სწავლის ხარჯი. ·         სახელოვნებო განათლების სფეროში განხორციელდა: 457 კონცერტი; 21 სტუდენტური სპექტაკლი და 9 ფილმის ჩვენება; 59 გამოფენა; 134 მასტერკლასი და ვორქშოპი; 23 სამეცნიერო კონფერენცია; 38 საღამო; სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ საქართველოსა და უცხოეთში გამართულ 87 კონკურსსა და ფესტივალში მოპოვებულია 114 ჯილდო, მათ შორის: 4 გრან-პრი, 26 – I პრემია, 21 – II პრემია, 17 – III პრემია, 1 - ოქროს, 1 - ვერცხლის, 1 - ბრინჯაოს მედალი, 17 პრიზი, 3 ფულადი ჯილდო, 23 დიპლომი; საქართველოს 14 სკოლისგარეშე და უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწალებლის კურსდამთავრებული წარმატებით აგრძელებს სწავლას უცხოეთის წამყვან სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე; ·         განხორციელდა 75 საერთაშორისო პროექტი ქართული სახელოვნებო სკოლის საერთაშორისო სახელოვნებო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით. ·         საქართველოს 3 სახელოვნებო საგანმანათლებლო უმაღლესი დაწესებულების 57 სტუდენტი დაეუფლა პროფესიული განათლების პროგრამას. 14 სტუდენტის სწავლას ევროპისა და აშშ-ს სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019