მოძებნე პროგრამის შედეგები

ენერგეტიკის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა (36 01)

გამოყოფილია 33537700 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აპარატი ; სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია.საქართველოს ენერგეტიკის დარგში ...

ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია.საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.ელექტროენერგიის დამატებითი, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების, ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება.ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. არსებული წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, მოქმედი ინვესტორების საქმიანობის კოორდინაცია, აღნიშნულის ფარგლებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონოტორინგი, კომპანიების ყოველწლიური სამუშაო გეგმების და ბიუჯეტების განხილვა, შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი.ინვესტორებისაგან ყველა სახის ტექნიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება, სისტემატიზაცია, ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა.ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.შავი ზღვის შელფის საქართველოს ნაწილზე ნახშირწყალბადების რესურსების ათვისების მიზნით პოტენციური ინვესტორების მოძიება.საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (იმერეთის, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, სამეგრელოს, რაჭის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის) გაზის გარეშე არსებული სოფლების (დაახლოებით 113 სოფელი) გაზიფიცირება.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება შესაბამის პერიოდებში პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის.

ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის დონის ამაღლება.ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარება ენერგომომარაგების უზრუნველყოფის გზით.ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და გაზრდა.ახალი საბადოების გახსნა/ათვისება.საქართველოს ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.თანამედროვე მოთხოვნების ნავთობ/გაზგადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, საერთაშორისო ნორმების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვა.
ახალი ჰიდროელექტროსადგურების რაოდენობა ; ნავთობ/გაზპროდუქტების ეროვნული წარმოების განვითარება ; ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა ; ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დონისე

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019