მოძებნე პროგრამის შედეგები

სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა (38 04)

გამოყოფილია 96.96 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ტყის მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სატყეო სფეროში არსებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფა; ...

ტყის მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სატყეო სფეროში არსებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფა; ტყის რესურსების მართვის არსებული ელექტრონული სისტემის შემდგომი განვითარება; სააგენტოს თანამშრომელთა უწყვეტი სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება; მერქნულ რესურსზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ტყეკაფების გამოყოფა; ტყეების მრავალფუნქციური დანიშნულებით გამოყენების მექანიზმების შემუშავება; ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; ტყეების ეფექტურად მართვისა და ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ტყის ფონდის ფუნქიონალური ზონირებისა და ტყის ინვენტარიზაციის ღონისძიებების განხორციელება, ტყის მდგომარეობის შესახებ მონაცემების მიღების, ანალიზისა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვის ეფექტური სისტემის შექმნა; სახელმწიფო ტყის ფონდის დარეგისტრირებით ტყის ფონდის ტერიტორიების დაზუსტება, რითაც თავიდან იქნება აცილებული ტყის ფონდის ფრაგმენტაცია და ტყის ფართობების შემცირება.

ჩამოყალიბებული ტყის ფონდის მართვის ქმედითი სისტემა; საქართველოს ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების, მათ შორის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა; ტყის ეკონომიკური პოტენციალის ეფექტური გამოყენება გრძელვადიანი სარგებლის მიღების გათვალისწინებით; აღდგენილი ტყის ეკოსისტემები; გაზრდილი ტყით დაფარული ფართობები; მოსახლეობის მერქნული რესურსით მომარაგების მოწესრიგებული სისტემა; მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა (ტურიზმი და რეკრეაცია, სატყეო მიწების სასოფლო-სამერნეო მიზნით სარგებლობა, არამერქნული რესურსები და სხვ).
·         შემცირდა მავნებლებისგან ზიანის მიყენების რისკი ·         შემცირდა ხანძრების რისკი ·         გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა ·         ახალი ნერგებით შეივსო ტყის ფართობი ·         მეტყევე-სპეციალისტები უზრუნველყოფილი არიან სპეციალური ინვენტარით;
მერქნულ რესურსზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილი ტყეკაფების მოცულობა ; კვალიფიციური სპეციალისტების გაზრდილი რაოდენობა ; შენარჩუნებული ტყის ფონდის ფართობი ; შემუშავებული სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტები და მეთოდოლოგიური ბაზა ; შემუშავებული ტყის მართვის გეგმები
·         მიღებული ცვლილებები ტყითსარგებლობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში და შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებში; ·         დარეგულირებული ტყითსარგებლობა; ·         ნახანძრალ ტერიტორიაზე ნერგების გახარების მაჩვენებელი (საშუალოდ 75%); ·         მავნებელი მწერების წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიების ეფექტურობა (75%); ·         გამოყოფილი სოციალური ჭრის ტყეკაფები 700,4 ათასი მ3 ხე-ტყის მისაღებად; ·         ხე-ტყის დამზადების ბილეთებით გაცემული 540,0 ათასამდე მ3 ხე-ტყე. ·         შემცირებული მავნებელ-დაავადებათა პროგრესირება 40%-ით; ·         მოწყობილი/რეაბილიტირებული სატყეო-სამეურნეო გზები; ·         ახალციხისა და ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბნების ინვენტარიზაციისთვის ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები (ფართობი 33 500 ჰა); ·         გაუმჯობესებული აღრიცხვის სამუშოების სიზუსტის ხარისხი ( 95%). ·         შეძენილი და განთავსებული საინფორმაციო დაფები და სპეციალური ნიშნები განსაკუთრებით ხანძარსაშიშ უბნებში; ·         ხანძრის ლოკალიზებისათვის საჭირო პირველადი ინვენტარით აღჭურვილი ყველა სატყეო სამსახური;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019